ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: "ბაიერის" მაგია - ფინალში ლევერკუზენელები "ატალანტას" შეხვდებიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და ფინალისტები გაირკვა.

„ბაიერს“ „რომა“ გასვლაზე 2:0 ჰყავდა დამარცხებული, სახლშიც უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მის კარში ორი პენალტი დაინიშნა და სტუმრები დუბლით პარედესმა დააწინაურა. 82-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებისას რომაული გუნდის მეკარე სვილარი გამოსვლაზე შეცდა, ბურთი მანჩინის მოხვდა და ანგარიში 1:2 გახდა. 90-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა სტანიშიჩმა კი ზედ საფინალო სასტვენის წინ „რომას“ გაუტანა, 2:2 და „ფარმაცევტები“ ფინალში გავიდნენ.

„ბაიერი“ ყველა ტურნირზე ბოლო 49 მატჩში დაუმარცხებელია (40 მოგება და 9 ფრე) და უეფას ეპოქაში 1965 წელს
"ბენფიკას" დამყარებული რეკორდი დაამხო.

ლევერკუზენულმა გუნდმა ამ სეზონში კომპენსირებულ დროში 17 გოლი გაიტანა.

„ატალანტამ“ „ველოდრომზე“ ფრედ დასრულებული შეხვედრის (1:1) შემდეგ, საკუთარ მოედანზე „მარსელს“ 3:0 მოუგო.


22 მაისს, დუბლინში ფინალში ერთმანეთს „ბაიერი“ და „ატალანტა“ დაუპირისპირდებიან.

ლევერკუზენი. „ბაიარენა“. 30 210 მაყურებელი
ბაიერი - რომა 2:2
გოლები: 0:1 პარედესი (43, პენ), 0:2 პარედესი (66, პენ), 1:2 მანჩინი (82, საკ. კარში), 2:2 სტანიშიჩი (90+7)

ბერგამო. „ატლეტი აძური დ’იტალია“. 14 994 მაყურებელი
ატალანტა - მარსელი 3:0
გოლები: 1:0 ლუკმანი 30), 2:0 რუჯერი (52), 3:0 ტურე (90+4)

მკითხველის კომენტარები / 8 /
ალონსომ გერმანული რეალი გააკეთა :))) კარგი შემცვლელი ყავს საგაისოდ პაპა კარლოს :)))
დათო
10 მაისი 2024 21:01
0
ბაიერის საქციელი უკვე კეთილ ზღაპარსაც აღარ ჰგავს. რავიცი ამდენჯერ გაათანაბრო ბოლო წამებზე უკვე ეჭვეს ბადებს
რაბუ
10 მაისი 2024 12:41
9
ასეთი იღბლიანი გუნდები, ლევერკუზენი და დორტმუნდი რომ არიან წელს, 35 წლის მანძილზე არ მინახავს
ლუკა
10 მაისი 2024 10:59
3
რა იღბალი?! 2 ყოვლად უაზრო პენალით, კინაღამ წააგეს. რომა მეტჯერ არც გადასულა შეტევაზე. ლევერმა კი, 33 ჯერ დაურტყა კარის მიმართულებით და მესამედი მომენტებიც რომ გამოეყენებინა 4 გოლი მაინც უნდა შეეგდო. მარტო ჰლოშეკმა და ფრინპონგმა გაანიავეს 5-6 მომენტი.
გამართლებაზე, შეიძლება დორტმუნდთან ვილაპარაკოთ. ისიც, პსჟ-მ ითამაშა გაუგებარი ტაქტიკით და ბოლო 15 წუთში შექმნეს მომენტები.
ციციკორე
10 მაისი 2024 12:38
0
ბრავო ბაიერს და ბრავო ალონსოს..საოცარი სეზონი აქვს და არანაკლებ იმსახურებს ფინალს ვიდრე დორტმუნდი ან ბაიერნი..წელს გერმანული გუნდები ყველაზე ღირსეულია..რომ არა კიმის და ნოერის საბედისწერო შეცდომები..ლიგის ფინალიც გერმანული იქნებოდა..
კიეზა
10 მაისი 2024 07:55
5
რამდენი ხანია ფეხბურთს ვუყურებ და ასეთი რამ რასაც ბაიერი აკეთებს ბოლო წუთებში( თამაშის გადარჩენა) არსად არ მინახავს. თან წაუგებელი სერია 60 მატჩში. შეულოცეს თუ რა უქნეს?რეალი ლევერკუზენის ფინალი იქნებოდა მაგარი საინტერესო.
დავით 67
10 მაისი 2024 02:10
1
სუპერთასზე ხომ შეიძლება შეხვდნენ
nika
10 მაისი 2024 09:10
1
უკვე ბაიერის საფირმო ნიშნად იქცა,ბოლო წუთებზე თამაშის ბედის შემობრუნება.
სოსო
10 მაისი 2024 01:38
0

სიახლეები პოპულარული