ევროპა ლიგის ფინალში „ატალანტამ“ „ბაიერი“ 3:0 დაამარცხა და გასპერინის გუნდმა ტიტული მოიპოვა.
სამივე გოლი 26 წლის ნიგერიელმა თავდამსხმელმა ადემოლა ლუკმანმა გაიტანა.
. ლუკმანი 1975 წლის შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპა ლიგის და უეფას თასის ფინალში სამჯერ დალაშქრა მეტოქის კარი.
. ტურნირზე იტალიურმა კლუბმა 1999 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა.
. შეწყდა ყველა ტურნირზე ლევერკუზენელთა წაუგებელი 51-მატჩიანი სერია - 42 მოგება და 9 ფრე.
ატალანტა - ბაიერი 3:0
გოლები: 1:0 ლუკმანი (12), 2:0 ლუკმანი (26), 3:0 ლუკმანი (75)