ალონსო: მეტოქემ გვაჯობა და ტიტულიც დაიმსახურეს

AutoSharing Option
გუშინ, 22 მარტს, ევროპალიგის ფინალში, "ატალანტამ" "ლევერკუზენი" 3:0 დაამარცხა.

ამ მატჩის შემდეგ შეწყდა ყველა ტურნირზე ლევერკუზენელთა წაუგებელი 51-მატჩიანი სერია - 42 მოგება და 9 ფრე.

"ლევერკუზენის" მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა.

"მეტოქემ დღეს აშკარად გვაჯობა და ტიტულის მოგებაც დაიმსახურეს. როდესაც პირველი გოლი გავუშვით, კონცენტრაცია სრულად დავკარგეთ და შანსების შექმნა თითქმის ვერ მოვახერხეთ. ფაქტია, დღეს ჩვენი დღე არ იყო", - განაცხადა ალონსომ.

altლუკმანის ჰეთ-თრიკი - "ატალანტამ" აქამდე უძლეველ "ბაიერს" სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
შენ პირადად გაჯობა გასპერინიმ. 6 მცველით თამაში რა ოყო?! ცრუ ფორვარდი? როცა შიკი და ბონიფაცი სათადარიგოზე გყავდა. ანდრიხის სათადარიგოზე დატოვება რა იყო. და საერთოდ, ფინალში ექსპერიმენტები გაგონილა?!
ბუხუტი
21:09 23-05-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული