უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

გერმანია თუ თურქეთი? ვის ანდობს უეფა ევროპის ჩემპიონატს?

AutoSharing Option
უეფამ დაასრულა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის განაცხადების მიღება, კონტინენტის პირველობის მასპინძლობის სურვილი ორმა ქვეყანამ, გერმანიამ და თურქეთმა გამოხატეს.

უკვე შესაძლებელია უეფას საიტზე ფედერაციების განაცხადების ხილვა, სადაც საუბარია: სტადიონზე, ქალაქებზე, ტრანსპორტზე, ღონისძიებებზე და ა.შ. განაცხადის ხილვა ამ ბმულზე შეგეძლებათ - ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი

უეფა გადაწყვეტილებას 27 სექტემბერს მიიღებს. გერმანია ერთადერთხელ იყო ამ ტურნირის მასპინძელი 1988 წელს როცა ორად იყო გაყოფილი. ხოლო თურქეთში ევროპის ჩემპიონატი არ ჩატარებულა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი 12 ქვეყანაში ტარდება. მათ შორის ჩვენი მეზობელი
ქვეყნის აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო იქნება მასპინძელი.
ასევე დაგაინტერესებთ