2022 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის 6 საუკეთესო მატჩი

AutoSharing Option
2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი არც ისე სანახაობრივად დაიწყო, თუმცა დასასრული ნამდვილად შთამბეჭდავი და მოულოდნელობებით აღსავსე გამოდგა.

AFC-ის (აზიური ფეხბურთის კონფედერაციის) ნაკრებებმა სიურპრიზი შემოგვთავაზეს: ავსტრალიამ, კორეამ და იაპონიამ ჯგუფიდან გასვლა მოახერხეს, რასაც გულშემატკივართა უმეტესობა ვერ წარმოიდგენდა. დამეთანხმებით, მუნდიალს ასეთი მოულოდნელობები ყოველთვის თან ახლავს, სწორედ ამიტომაცაა ეს საფეხბურთო მოვლენა ასეთი განსაკუთრებული.

მეორეს მხრივ, საუკეთესო ფორმისგან შორს იმყოფებოდნენ: გერმანია, ურუგვაი, დანია და ბელგია, ეს გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშნენ.

წარმოგიდგენთ, 6 ყველაზე ამაღელვებელ მატჩს 2022 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე.

არგენტინა -
საუდის არაბეთი (1:2)

ტურნირის პირველი დიდი სიურპრიზი არაბეთის ნაკრების არგენტინასთან გამარჯვებაა. "ალბისელესტე" მე-10 წუთზე ლიონელ მესის პენალტით დაწინაურდა და თითქოს მატჩი სკალონის გუნდის უპირატესობით უნდა წარმართულიყო, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. "მწვანეებმა" 5 წუთში 2 გოლი გაიტანეს და უდიდესი სენსაცია შემოგვთავაზეს. საბოლოოდ, საუდის არაბეთმა ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლო, არგენტინას კი მერვედფინალში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მეტოქე, ავსტრალიის ნაკრები ერგო.

Sportall.Ge


ირანი - უელსი (2:0)

B ჯგუფში ირანის ნაკრებმა ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი გუნდი უელსი დაამარცხა. მიუხედავად ირანში არსებული მძიმე მდგომარეობისა, მოთამაშეებმა გულშემატკივრების გახარება მაინც შეძლეს და მძიმე ბრძოლაში გამარჯვებაც მოიპოვეს. უნდა აღინიშნოს, რომ კეირუშის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში უკეთ გამოიყურებოდა და მომენტებსაც ქმნიდა, შეხვედრაში პირველი გოლი 98-ე წუთზე გავიდა, როდესაც ჩეშმიმ შორეული დარტყმით დენიელ ვორდის კარი აიღო, ბოლო გოლი კი 101-ე წუთზე რამინ რეზაინმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ბოლო ტურში ირანელები ამერიკასთან დამარცხდნენ და პლეიოფში გასვლა ვერ შეძლეს.

Sportall.Ge


ავსტრალია - დანია (1:0)

მუნდიალის ერთ-ერთი აღმოჩენა, უდავოდ ავსტრალიის ნაკრებია. მათ ბოლო ტურში სენსაცია შემოგვთავაზეს და მეთიუ ლეკის გოლით, დანიის ნაკრები დაამარცხეს და 2006 წლის შემდეგ პირველად, მერვედფინალში გასვლა შეძლეს. თავის მხრივ, ამავე დღეს ჯგუფში საკუთარი შეხვედრა დათმო საფრანგეთის ნაკრებმა, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონები დაძაბულ მატჩში, ტუნისთან 0:1 დამარცხდნენ.

Sportall.Ge

იაპონია

იაპონელებს E ჯგუფში ურთულესი მეტოქეები ერგოთ: ესპანეთის, გერმანიისა და კოსტა რიკის სახით, თუმცა რამდენადაც მოულოდნელი არ უნდა იყოს "ლურჯმა სამურაებმა" 3-დან 2 მატჩში გაიმარჯვეს და პლეიოფში პირველი ადგილიდან გავიდნენ. პირველ შეხვედრაში ჰანსი ფლიკის გერმანიის ნაკრებს რიცუ დოანისა და ტაკუმა ასანოს გოლებით სძლიეს, შემდეგ კოსტა-რიკასთან დამარცხდნენ, აზიელებისგან მოტივირებულ "ფურია როხასთან" გამარჯვებას არავინ ელოდა, მაგრამ ჰაჯიმაი მორისუს გუნდმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და მეორე ტაიმში, 3 წუთში რიცუ დოანმა და აო ტანაკამ 2010 წლის მუნდიალის გამარჯვებულებიც დაამარცხეს, ამგვარად, იაპონელები მერვედფინალში არიან და 5 დეკემბერს ხორვატიას დაუპირისპირდებიან.

Sportall.Ge


სამხრეთ კორეა - პორტუგალია (2:1)

მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალია მატჩს უმოტივაციოდ შეხვდა, "აზიელი ვეფხვები" მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებულები არ იყვნენ, პორტუგალიელები მე-5 წუთზე დაწინაურდნენ, 27-ე წუთზე კიმ-იანგ-გვონმა სხვაობა აღადგინა, თითქოს მატჩი ასეც უნდა დასრულებულიყო და ურუგვაის ნაკრებს ჯგუფიდან გასვლა ეზეიმა, თუმცა 91-ე წუთზე ჰვანგ ჰე-ჩანმა გამარჯვების გოლის გატანა შეძლო და 2010 წლის შემდეგ კორეელები მერვედფინალში პირველად, ისტორიაში კი მესამედ გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ბრაზილიის ნაკრები იქნება.

Sportall.Ge

კამერუნი - ბრაზილია (1:0)

ბრაზილიამ ჯგუფური ეტაპის პირველ 2 მატჩში ბრწყინვალედ იასპარეზა, ამას ისიც მოწმობს, რომ მათ წინააღმდეგ კარში ზუსტად დარტყმა ვერავინ შეძლო, მაგრამ გუშინ აფრიკელებმა სიურპრიზი შემოგვთავაზეს. შეხვედრა ბრაზილიელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა "სელესაომ" მომენტების გოლად გადაქცევა ვერ მოახერხა, რის გამოც დაისაჯა და 92-ე წუთზე ვინსენტ აბუბაკარის გოლით კამერუნელებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს, მათთვის სამწუხაროდ, ეს გამარჯვება საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან შვეიცარიამ დაძაბულ ბრძოლაში სერბეთს სძლია და მერვედფინალში სწორედ იაკინის გუნდი გავიდა.

Sportall.Ge

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

altმსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა - რას წარმოადგენს ავსტრალიის ნაკრები?

altკატარი 2022. ყველა მერვედფინალური წყვილი და მატჩების განრიგი

altბრაზილია კამერუნთან დუბლებით დამარცხდა, შვეიცარია ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა - დღეს "ნამდვილი ჩემპიონატი" იწყება [VIDEO]






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული