სიაში მილანის "ინტერის" ორი ფეხბურთელია, ორი გერმანიის ბუნდესლიგას წარმოადგენს, ერთი კი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელია.
1. პატრიკ შიკი (ჩეხეთი) - "ლევერკუზენის" ფორვარდმა ისეთი გოლი გაიტანა, დიდი შანსია, ჩემპიონატის საუკეთესოდ დაასახელონ. შიკი მართლაც ბრწყინვალე იყო და შოტლანდიის ნაკრებს დუბლი შეუსრულა. 25 წლის ფეხბურთელმა მეტოქის კარისკენ ხუთჯერ დაარტყა.
2. შტეფან ლაინერი (ავსტრია) - ავსტრიის ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია დამაჯერებლად
3. მილან შკრინიარი (სლოვაკეთი) - მილანის "ინტერის" 26 წლის მცველს ძალიან კარგი თამაში გამოუვიდა - გოლი გაიტანა და რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთის ნაკრებთან დაცვაში შეუდარებელი იყო - საჯარიმოდან ბურთი ცხრაჯერ გამოიტანა.
4. რომელუ ლუკაკუ (ბელგია) - "ინტერის" თავდამხსხმელმა რუსეთს კარში ორჯერ დაურტყა და ორივე გოლით დასრულდა. 28 წლის თავდამსხმელმა ევროპის ჩემპიონატი დამაჯერებლად დაიწყო.
5. რომან იერემჩუკი (უკრაინა) - ნიდერლანდებთან შეხვედრაში "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასი იყო. უკრაინის ნაკრებმა მეტოქეს 0:2-იდან გაუთანაბრა. 25 წლის ფეხბურთელის გადაცემით ჯერ იარმოლენკომ მართლაც შედევრი შექმნა, შემდეგ კი თავად გაიტანა.
უეფამ პირველი ტურის 4 რჩეული გოლიც გამოავლინა. შიკი და ლაინერი ამ ნომინაციაშიც არიან. აქვეა ანდრეი იარმოლენკოსა და პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდოს გოლებიც.
იარმოლენკომ ნიდერლანდებს შორიდან ულამაზესი გოლი გაუტანა, რონალდომ კი ავსტრიელების კარი აიღო.
ავტოგოლი, გაძევება - შკრინიარმა ლევანდოვსკი გაანეიტრალა და გამარჯვების გოლიც გაიტანა [VIDEO]
დრამატული მატჩი ამსტერდამში - უკრაინა ნიდერლანდებთან ქამბექთან ახლოს იყო [VIDEO]