ყაზახების მწვრთნელი: ერთა ლიგაზე გამოცდილება მივიღეთ - ჯგუფიდან ხმაურით უნდა გავიდეთ

AutoSharing Option
ყაზახეთის ნაკრები, რომელიც საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად ერთა ლიგაზე ჯვაროსნებთან დამარცხდა, ევროპირველობის I ჯგუფში ბელგიასთან, რუსეთთან, შოტლანდიასთან, კვიპროსთან და სან მარინოსთან მოხვდა, მისი მწვრთნელი სტანიმირ სტოილოვი კი ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას არ იშლის.

"კენჭისყრით კმაყოფილი ვარ. უფრო ძლიერი მეტოქეებიც შეიძლებოდა შეგვხვედროდა. გამოკვეთილი ფავორიტი ბელგიაა. რუსეთმა მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგად ითამაშა და ჯგუფიდან გასვლას შეეცდება.

ყველა გუნდს შეუძლია სიურპრიზის შემოთავაზება, იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენი ნაკრები იქნება. ამოცანად ჯგუფიდან გასვლა უნდა დავისახოთ. ერთა ლიგაზე კარგი გამოცდილება მივიღეთ. იმედია, ეს დაგვეხმარება. ჩვენი გუნდი ჯგუფიდან
ხმაურიანად გასვლას და გულშემატკივრების გახარებას შეეცდება".

მკითხველის კომენტარები / 5 /
უნივერსალს-ს. მართლა მასეა? მე ვიცოდი, თითქოს მე-2 ადგილოსანს ეძლევა უფლება. იქნებ დავაზუსტოთ!!!
natali
10:13 03-12-2018
1
მე რომ ფედერაციის პრეზიდენტი ვიყო გავიშვებდი ასეთ ტაკიმასხარას გუნდიდან. რამდენადაც პესიმისტური გამცხადებებია ცუდი გუნდის განწყობისთვის,
იმდენად არასწრიოზულია მწვრთნელის მხრიდან ასეთი მიწას მოწყვეტილი განცხადებები. გულშემატკივრის “დაბოლებისთვის” და არაპროფესიონალიზმის გამო გავუშვებდი, თავის ადგილი რომ
ვერ გაურკვევია ტიპს, ანდორას ვერ მოუგო და ლატვიასთან ორიდან ვერცერთი მოიგო და ჯგუფიდან გასვლას გეგმავს.
ამას რას აწევინებენ ყაზახეთში?
07:39 03-12-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული