21 მარტს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში ყაზახეთის ნაკრებმა ახალი მწვრთნელის, მიხალ ბილეკის ხელმძღვანელობით საკუთარ მოედანზე შოტლანდია 3:0 დაამარცხა.
მასპინძლებმა თამაში კონტრიერიშებზე ააგეს და მათმა სტრატეგიამ გაამართლა.
ყაზახური პრესა ამ გამარჯვებას ფანტასტიკურს უწოდებს. 24 მარტს, მეორე ტურში ყაზახეთის ნაკრები რუსეთს უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს ორივე მატჩში სძლია.
საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩი 23 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება.
ასტანა. " ასტანა არენა". 27 641 მაყურებელი
ყაზახეთი-შოტლანდია 3:0
გოლები: 1:0 პეტცუხი (6), 2:0 ვოროგოვსკი (10), 3:0 ზაინუტდინოვი (51)