EURO 2020. საკვალიფიკაციო: ბელგიამ რუსეთს მოუგო, ხორვატიამ კინაღამ აზერბაიჯანთან წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
22 მარტს, ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე პირველი ტურის მატჩები 4 ჯგუფში ჩატარდა.

C ჯგუფში ჰოლანდიამ ადვილად მოუგო ბელარუსს - 4:0. დეპაიმ დუბლი შეასრულა.

E ჯგუფში აზერბაიჯანმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ხორვატიას, უგებდა კიდეც, მაგრამ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებმა მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.

G ჯგუფში პოლონეთმა ავსტრიას 1:0 "მილანის" თავდამსხმელის პიონტეკის გოლით მოუგო.

I ჯგუფში ბელგია კი დაწინაურდა რუსეთთან, მაგრამ შემდეგ მეკარე კურტუას უხეში შეცდომით ჩერიშევმა ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, კლასმა ბოლოს თავისი გაიტანა და ბენილუქსელებმა 3:1 იმარჯვეს. რუსეთის ნაკრებმა ზედიზედ სამი მატჩი წააგო
საერთო ანგარიშით 1:8.

C ჯგუფი
ბელფასტი. "უინძორ პარკი"
ჩრდ. ირლანდია - ესტონეთი 2:0
გოლები: 1:0 მაკინი (56), 2:0 დევისი (75, პენ)

როტერდამი "ფეიენოორდი"
ჰოლანდია - ბელარუსი 4:0
გოლები: 1:0 დეპაი (1), 2:0 ვეინალდუმი (21), 3:0 დეპაი (55, პენ), 4:0 ვან დეიკი (86)


E ჯგუფი
ზაგრები. "მაკსიმირი"
ხორვატია - აზერბაიჯანი 2:1
გოლები: 0:1 სეიდაიევი (19), 1:1 ბარიშიჩი (44), 2:1 კრამარიჩი (79)


ტრნავა. "სიტი არენა"
სლოვაკეთი - უნგრეთი 2:0
გოლები: 1:0 დუდა (42), 2:0 რუსნაკი (84)

G ჯგუფი
ვენა. "ერნსტ ჰაპელი"
ავსტრია - პოლონეთი 0:1
გოლი: 0:1 პიონტეკი (68)


სკოპიე. "ტელეკომი"
მაკედონია - ლატვია 3:1
გოლები: ალიოსკი (11), 2:0 ელმასი (29), 2:1 ისაევსი (87), 3:1 ელმასი (90)
გაძევება: ციგანიკსი (90)

ჰაიფა. "სამი ოფერი"
ისრაელი - სლოვენია 1:1
გოლები: 0:1 სპორარი (48), 1:1 ზაჰავი (55)

I ჯგუფი
ასტანა. " ასტანა არენა". 27 641 მაყურებელი
ყაზახეთი - შოტლანდია 3:0
გოლები: 1:0 პეტცუხი (6), 2:0 ვოროგოვსკი (10), 3:0 ზაინუტდინოვი (51)


ნიქოზია. "Neo GSP"
კვიპროსი - სან მარინო 5:0
გოლები: 1:0 სოტირიუ (19, პენ), 2:0 სოტირიუ (23, პენ), 3:0 კოუსოლოსი (26), 4:0 ეფრემი (31), 5:0 ლაიფისი (56)

ბრიუსელი. "მეფე ბოდუენი"
ბელგია - რუსეთი 3:1
გოლები: 1:0 ტილემანსი (14), 1:1 ჩერიშევი (16), 2:1 აზარი (45, პენ), 3:1 აზარი 88)
გაძევება: გოლოვინი (90)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბოდიში და, "ბენილუქსელები" ვინაა და სადაა აქ?)
Domenti
09:37 22-03-2019
12
საწყენად არ მიიღოთ - რა თქმა უნდა უნებლიე ხარვეზია, მაგრამ ჰოლანდიამ ბელორუსს მოუგო
:))))
02:13 22-03-2019
5

სიახლეები პოპულარული