ედენ აზარი: კურტუას შეცდომა? ეტყობა, ჩემს ვიდეოებს უყურებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის ნაკრების შემტევმა ედენ აზარმა რუსეთთან მოგებული მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალე ფეხბურთი 90 წუთის მანძილზე არ გვითამაშია, ციკლის გამარჯვებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია. კმაყოფილები ვართ შედეგით, რამაც კვიპროსთან მატჩის წინ საკუთარი ძალების რწმენა კიდევ უფრო გაგვიძლიერა.

კურტუას შეცდომა? ყველამ იცის, რომ ტიბო შესანიშნავი მეკარეა. ის ძალიან ხშირად გვეხმარება. შესაძლოა, მან ჩემს ვიდეოებს უყურა, თუმცა ტიბო ძალიან დიდია და ჩემნაირი დრიბლინგი არ აქვს. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ", - განაცხადა აზარმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის
შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ბელგიამ შინ რუსეთს 3:1 სძლია, რუსეთის ნაკრების ერთადერთი გოლი კი სწორედ ტიბო კურტუას უხეშ შეცდომას მოჰყვა.

მომზადებულია nieuwsblad.be-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული