სამარის "კრილია სოვეტოვისა" და აზერბაიჯანის ნაკრების ფორვარდმა რამილ შეიდაევმა ხორვატიის ნაკრებთან განცდილი მარცხი (2:1) შეაფასა.
- თქვენ თვითონ ნახეთ ყველაფერი, წავაგეთ.
- კი მაგრამ, მსოფლიოს მეორე გუნდთან დამარცხდით...
- რა მნიშვნელობა აქვს, ვისთან? 0 ქულა გვაქვს. ეს ძალიან საწყენია.
- ლამაზი გოლი გაიტანეთ. რაღაცით იმ გოლს ჰგავდა, რომელიც გერმანელებს რამდენიმე წლის წინ გაუტანეთ...
- დაგეთანხმებით, მაგრამ შედეგი ჩვენთვის ამ გოლს არ მოუტანია.
- თქვენ ზედიზედ მეოთხე მატჩში გაგაქვთ გოლი. სწორ გზას დაადექით?
- გოლები გამაქვს, მაგრამ ამ გოლს ისეთი სიხარული არ
მოუტანია, როგორც წინა გოლებს.
- აზერბაიჯანის ნაკრებმა წაგება არ დაიმსახურა?
- რთული სათქმელია. ანგარიშის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფრედ დასრულებაც შეგვეძლო. მსოფლიოს მეორე გუნდის წინააღმდეგ მთელი მატჩის მანძილზე დაცვაში დგომა რთულია. ორი მომენტი გვქონდა, ცოტათი არ გაგვიმართლა.
- მატჩის შემდეგ რომელიმე ხორვატთან მაისურები გაცვალეთ?
- არა, ეს მე არ მაინტერესებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩში ანგარიში აზერბაიჯანელებმა გახსნეს, თუმცა მასპინძლებმა გამარჯვების მიღწევა და 3 ქულის მოპოვება მაინც შეძლეს.
მომზადებულია azerisport.com-ის მიხედვით