EURO 2020. საკვალიფიკაციო: ესპანეთმაც გაიმარჯვა და იტალიამაც - სერხიო რამოსი ბომბარდირია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 მარტს, ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე პირველი ტურის მატჩები ჩვენი, D ჯგუფის გარდა კიდევ ორ ჯგუფში ჩატარდა.

F ჯგუფში ესპანეთმა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოუგო ნორვეგიას. სერხიო რამოსმა ფურია როხაში ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში გაიტანა გოლი.

J ჯგუფში იტალიამ საკუთარ მოედანზე 2:0 სძლია ფინეთს. სკუადრა აძურაში მე-80 წუთზე შევიდა შეცვლაზე 36 წლის თავდამსხმელი ფაბიო კვალიარელა, რომელმაც ეროვნულ გუნდში უკანასკნელად 3 048 დღის წინ ითამაშა. მოის კინი ამ საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც იტალიის ნაკრებში გოლი გაიტანა.

F ჯგუფი
ტაქალი. "ნასიონალი"
მალტა - ფარერები 2:1
გოლები:
1:0 ნვოკო (13), 2:0 ბორგი (77, პენ), 2:1 ტომსენი (90+8)
გამოუყენებელი პენალტი: ოლსენი (64 ფარერები)
გაძევება: აგიუსი (62, მალტა)

სონლა. "ფროინდს არენა". 30 115 მაყურებელი
შვედეთი - რუმინეთი 2:1
გოლები: 1:0 ქუაისონი (30), 2:0 კლასონი (40), 2:1 კესერუ (58)

ვალენსია. "მესტალია". 39 752 მაყურებელი
ესპანეთი - ნორვეგია 2:1
გოლები: 1:0 როდრიგო (16), 1:1 კინგი (65, პენ), 2:1 სერხიო რამოსი (71, პენ)

J ჯგუფი

სარაევო. "გრბავიცა"
ბოსნია - სომხეთი 2:1
გოლები: 1:0 კრუნიჩი (33), 2:0 მილოშევიჩი (80), 2:1 მხითარიანი (90+3, პენ)

ვადუცი. "რეინპარკი"
ლიხტენშტეინი - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ფორტუნისი (45), 0:2 დონისი (80)

უდინე. "დაჩია"
იტალია - ფინეთი 2:0
გოლები: 1:0 ბარელა (7), 2:0 კინი (74)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული