უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

ლუის ენრიკე: 5:1 ან 6:1 უნდა მოგვეგო, მაგრამ საგოლე მომენტებისთვის ფეხბურთში ქულებს არ იძლევიან

AutoSharing Option
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიასთან მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"კმაყოფილი ვარ ყველაფრით: თავდადებოთ და თამაშის ხარიხსით - მატჩამდე გუნდთან ბევრი ვისაუბრეთ და ამას უკვალოდ არ ჩაუვლია. შესაძლოა, ცოტა ეფექტურობა გვაკლდა.

ფეხბურთელებმა უფრო თავდაჯერებულად უნდა იმოქმედოდ, თუმცა მთავარი გუნდურობაა. ჩვენ ამოცანა შევასრულეთ. ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა, იმიტომ რომ ნორვეგია დაცვაში კარგად თამაშობს.

სერხიო რამოსმა გოლი ძალიან საჭირო დროს გაიტანა. ის ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური ფეხბურთელია.

ვიცით, რომ შეგვიძლია უკეთესად
ვითამაშოთ. ვფიქრობ, 5:1 ან 6:1 მოგებას ვიმსახურებდით, მაგრამ საგოლე მომენტებისთვის ფეხბურთში ქულებს არ იძლევიან. ნორვეგიას ძალიან ატლეტური და ფიზიკურად ძლიერი გუნდი ჰყავს და ამ მხრივ მათთვის არაფერი უნდა დაგვეთმო", - განაცხადა ლუის ენრიკემ.

მომზადებულია Marca.com-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ