EURO 2020. საკვალიფიკაციო: გერმანიამ დრამატულ მატჩში ჰოლანდია ბოლო წუთზე დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
24 მარტს, ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე მეორე ტურის მატჩები 4 ჯგუფში ჩატარდა.

ყველაზე საინტერესო შეხვედრა რა თქმა უნდა, ჰოლანდია-გერმანია იყო. პირველი ტაიმი სტუმრებმა 2:0 მოიგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. თუმცა, 90-ე წუთზე შულცმა გამარჯვების გოლი გაიტანა და 3:2 გერმანიამ მოიგო.

გნაბრიმ გერმანიის ნაკრებში 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ჰოლანდიელმა დეპაიმ ტურნირის სასტარტო 2 შეხვედრაში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

უნგრეთმა სახლში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ხორვატია 2:1 დაამარცხა.

პოლონეთმა საკუთარ მოედანზე მხოლოდ შეხვედრის დასასრულს მოახერხა ლატვიელთა გატეხვა.

ისრაელმა ჰაიფაში
ავსტრიას 4:2 მოუგო. ჰეთ-თრიკი ზაჰავიმ შეასრულა.

ბელგიამ უპრობლემოდ სძლია გასვლაზე კვიპროსს (2:0). ედენ აზარმა ნაკრებში მე-100 მატჩში 30-ე გოლი გაიტანა.

C ჯგუფი
ბელფასტი. "უინძორი"
ჩრდ. ირლანდია-ბელარუსი 2:1
გოლები: 1:0 ევანსი (30), 1:1 სტასევიჩი (33), 2:1 მაგენისი (87)

ამსტერდამი. "იოჰან კრუიფი". 51 694 მაყურებელი
ჰოლანდია-გერმანია 2:3
გოლები: 0:1 სანე (15), 0:2 გნაბრი (34), 1:2 დე ლიგტი (48), 2:2 დეპაი (63), 2:3 შულცი (90)


E ჯგუფი
კარდიფი. "სიტი"
უელსი-სლოვაკეთი 1:0
გოლი: ჯეიმსი (5)

ბუდაპეშტი. "გროუპამა"
უნგრეთი-ხორვატია 2:1
გოლები: 0:1 რებიჩი (13), 1:1 სალაი (34), 2:1 პატკაი (76)

G ჯგუფი
ჰაიფა. "სამი ოფერი"
ისრაელი-ავსტრია 4:2
გოლები: 0:1 არნაუტოვიჩი (8), 1:1 ზაჰავი (34), 2:1 ზაჰავი (45), 3:1 ზაჰავი (55), 4:1 დაბური (66), 4:2 არნაუტოვიჩი (75)

ვარშავა. "ნაროდოვი"
პოლონეთი-ლატვია 2:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (76), 2:0 გლიკი (84)

ლიუბლიანა. "სტოზიცე"
სლოვენია-მაკედონია
გოლები: 1:0 ზაიაცი (34), 1:1 ბარდი (47)

I ჯგუფი
სარევალე. "ოლიმპიკო"
სან მარინო-შოტლანდია 0:2
გოლები: 0:1 მაკლინი (4), 0:2 რასელი (74)

ნიქოზია. "Neo GSP"
კვიპროსი-ბელგია 0:2
გოლები: 0:1 აზარი (10), 0:2 ბატშუაი (18)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული