ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გერმანიასთან დამარცხების (2:3) შემდეგ კომენტარი ჰოლანდიის ნაკრების მცველმა ვირგილ ვან დეიკმა გააკეთა.
"ვიცოდით, რომ გერმანია გუნდურად სწრაფად მოქმედებს, მაგრამ დაცვაში ცუდად ვითამაშეთ. ორგანიზაცია გაცილებით უკეთესი, გაცილებით უკეთესი უნდა გვქონოდა.
მეორე ტაიმში ანგარიში გავათანაბრეთ და თუნდაც ქულის აღების იმედი გვქონდა. ვერ ავიღეთ. ეს რა თქმა უნდა, ცუდია.
მეორე ტაიმში კარგად ვიასპარეზეთ და მაინც ვერაფერს ვერ მივაღწიეთ. ხელცარიელნი დავრჩით".
მეორე ტაიმში კარგად ვიასპარეზეთ და მაინც ვერაფერს ვერ მივაღწიეთ. ხელცარიელნი დავრჩით".