EURO 2020. საკვალიფიკაციო: ესპანეთმა ფარერები, უკრაინამ კი სერბეთი გაანდგურა [VIDEO]

AutoSharing Option
7 ივნისს, ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე მეორე ტურის მატჩები ჩვენი, D ჯგუფის გარდა კიდევ ოთხ ჯგუფში ჩატარდა.

ესპანეთი სტუმრად ადვილად გაუსწორდა ფარერებს 4:1 და ტურნირის სტარტზე სამივე მატჩი მოიგო. მცველმა სერხიო რამოსმა ეროვნულ გუნდში ჩატარებულ უკანასკნელ 7 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. 34 წლის ნახევარმცველმა სანტი კასორლამ, რომელსაც კოჭ-წვივზე 10 ოპერაცია გაუკეთეს, 1 302 დღის შემდეგ პირველად ითამაშა "ფურია როხას" ძირითად შემადგენლობაში.


იმდენი იძახა "აინტრახტიდან" "რეალში" გადასულმა სერბმა თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა, უკრაინას ვარსკვლავები არა ჰყავსო, სანამ 5 უპასუხო
გოლი არ გაუტანეს. უკრაინამ ბოლოს 5 ბურთის სხვაობით 2009 წლის სექტემბერში კიევში ანდორა 5:0 გაანადგურა. ანდრეი შევჩენკოს გუნდი 7 ქულით ჯგუფის ლიდერია.


A ჯგუფი
პრაღა. "ჯენერალი"
ჩეხეთი - ბულგარეთი 2:1
გოლები: 0:1 ისა (3), 1:1 შიკი (19), 2:1 შიკი (50)

პოდგორიცა. "პოდ გორიცომი"
მონტენეგრო - კოსოვო 1:1
გოლები: 0:1 რაჩიცა (25), 1:1 მუგოსა (69)

B ჯგუფი
ვილნიუსი. "LFF"
ლიეტუვა - ლუქსემბურგი 1:1
გოლები: 0:1 როდრიგესი (20), 1:1 ნოვიკოვასი (74)
გაძევება: მიკოლიუნასი (42), ვორობიოვასი (90+4)

ლვოვი. "ლვოვ არენა"
უკრაინა - სერბეთი 5:0
გოლები: 1:0 ციგანკოვი (26), 2:0 ციგანკოვი (28), 3:0 კონოპლიანკა (46), 4:0 იარემჩუკი (59), 5:0 კონოპლიანკა (75)

F ჯგუფი
ტორსჰავნი. "ტორსვოლიური"
ფარერები - ესპანეთი 1:4
გოლები: 0:1 სერხიო რამოსი (5), 0:2 ხესუს ნავასი (19), 1:2 ოლსენი (30), 1:3 გესტსონი (34, საკ. კარში), 1:4 გაია (71)

ოსლო. "ულევაალი"
ნორვეგია - რუმინეთი 2:2
გოლები: 1:0 ელუონოსი (56), 2:0 ოდეგაარდი (70), 2:1 კესერუ (77), 2:2 კესერუ (90+2)

სოლნა. "ფროინდს არენა"
შვედეთი - მალტა 3:0
გოლები: 1:0 ქუაისონი (2), 2:0 კლასონი (50), 3:0 ისაკი (81)

G ჯგუფი
კლაგენფურტი. "ვიორტჰერსე"
ავსტრია - სლოვენია 1:0
გოლი: ბურგსტალერი (74)

სკოპიე. "ტელეკომი"
ჩრდ. მაკედონია - პოლონეთი 0:1
გოლი: პიონტეკი (47)
გაძევება: მუსლიუ (85, ჩრდ. მაკედონია)

რიგა. "დაუგავა"
ლატვია - ისრაელი 0:3
გოლები: 0:1 ზაჰავი (10), 0:2 ზაჰავი (60), 0:3 ზაჰავი (81)

მკითხველის კომენტარები / 21 /
სერბეთს ყოველთვის ყავდა და ყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები,ამ ეტაპზეც ყავს უკრაინაზე უკეთესი ფეხბურთელები,მაგრამ სტაბილური ნაკრები არასოდეს ყოლიათ. უკრაინის ნაკრებში არის ძალიან მაღალ დონეზე დისიპლინა და ყველა რგოლში თანაბარი დონის იგროკები ყავს,რაც მთავარია შეცდომები დაცვაში მინიმუმზე დაბლა ყავთ დაყვანილი. უბრალოდ მსიამოვნებს,რო მოიგო უკრაინამ თორემ ეგენი ლამაზ ფეხბურთს არასოდეს არ თამაშობდნენ..
გოგა
23:07 08-06-2019
0
უკრაინა ყოველთვის ძლიერი გუნდი იყო და ბოლო პერიოდში ჩავარდნები ქონდა, თითქმის არასოდეს გაუმაზია მსოფლიო და ევროპა, არ დაგავიწყდეთ რომ ანდრეი შევჩენკო უკრაინელია, მასეთი დონის ფეხბურთელი სერბეთს რომელი ყავს? არავინ! რომელს მოუგია ყველაფერი ერთად? არავის! სერბები თითქოს კარგი გუნდია, თითქოს კარგ გუნდებში თამაშობენ, მარა გამორჩეული არავინაა ისეთი რომ გახსოვდეს. ყველა სერბი ფეხბურთელი ფიორენტინა, ინტერის, ნაპოლია და ჩელსის დონეა. ისეთი არაფერი.
ikako
11:01 08-06-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული