უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

მონტენეგროს ნაკრების მწვრთნელი გადააყენეს - მან და ორმა ფეხბურთელმა კოსოვოსთან მატჩში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს

AutoSharing Option
მონტენეგროს ნაკრების მწვრთნელი ლიუბიშა ტუმბაკოვიჩი გადააყენეს. მან და "ცრვენა ზვეზდას" ფეხბურთელებმა, ფილიპ სტოიკოვიჩმა და მირკო ივანიჩმა ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლისას კოსოვოსთან მატჩში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

პოდგორიცაში ჩატარებული შეხვედრა 1:1 დასრულდა.

"ვესტის" ცნობით, მათ ეს გადაწყვეტილება სერბი ფანების ზეწოლის გამო მიიღეს. აღნიშნულია, რომ ფეხბურთელები სერბული წარმოშობისანი არიან, თუმცა ჩერნოგორიელები სერბები გახლავან.

კოსოვო, რომლის მოსხლეობის 90%-ს ალბანელები შეადგენენ, 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა და 110-მა სახელმწიფომ სცნო.