EURO 2020. საკვალიფიკაციო: სომხეთის ისტორიული გამარჯვება და 8:0 გერმანიის შესრულებით [VIDEO]

AutoSharing Option
11 ივნისს ევროშესარჩევი ტურნირის მეოთხე ტურის მატჩები 5 ჯგუფში გაიმართა.

გერმანიამ საკუთარ მოედანზე ესტონეთი 8:0 გააბითურა, სტარტზე სამივე შეხვედრა მოიგო და 9 ქულით C ჯგუფში მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე კი 12 ქულით ჩრდილოეთი ირლანდიაა, რომელმაც გასვლაზე ბელორუსს ძლივს სძლია 1:0. გერმანიის ნაკრებში რეკორდი მეკარე ნოიერმა დაამყარა - 37 მატჩში არ გაუშვა გოლი.

E ჯგუფში სლოვაკეთმა ბაქოში აზერბაიჯანი 5:1 გაანადგურა. ჰამშიკმა ნაკრებში 24-ე გოლი გაიტანა და მისი საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ის 12 წელი "ნაპოლიში" ასპარეზობდა და ზამთარში გადავიდა ჩინეთის "დალიან იფანში". სლოვაკებმა
3 მატჩში 6 ქულა დააგროვეს, 4 შეხვედრაში 9 მოპოვებული ქულით კი ლიდერი უნგრეთია, რომელმაც უელსს 1:0 მოუგო.

H ჯგუფში საფრანგეთმა ანდორა 4:0 გაანადგურა, ხოლო ისლანდიამ თურქეთი 2:1 დაამარცხა. აქ 9-9 ქულა ერთბაშად სამ ნაკრებს აქვს: საფრანგეთს, თურქეთს და ისლანდიას. საფრანგეთის ნაკრების 20 წლის ფორვარდმა მბაპემ კარიერაში მეასე გოლი გაიტანა.

I ჯგუფში ბელგიამ 3:0 მოუგო შოტლანდიას და 12 ქულით პირველ ადგილზეა. თავდამსხმელმა ლუკაკუმ დუბლი შეასრულა. მან ეროვნულ გუნდში ბოლო 6 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

საინტერესო ამბები დატრიალდა J ჯგუფში, სადაც იტალიამ ბოსნიას თამაში შემოუტრიალა (2:1) და მიჯრით მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, სომხეთმა კი ისტორიული გამარჯვება იზეიმა საბერძნეთთან (3:2), თანაც სტუმრად.

C ჯგუფი
ბორისოვო. "ბორისოვო არენა"
ბელორუსი - ჩრდ. ირლანდია 0:1
გოლი: მაკნეირი (86)

მაინცი. "ოპელ არენა". 26 050 მაყურებელი
გერმანია - ესტონეთი 8:0
გოლები: 1:0 როისი (10), 2:0 გნაბრი (17), 3:0 გორეცკა (20), 4:0 გიუნდოგანი (26, პენ), 5:0 როისი (37), 6:0 გნაბრი (62), 7:0 ვერნერი (79), 8:0 სანე (88)


E ჯგუფი
ბაქო. "ბაქსელი"
აზერბაიჯანი - სლოვენია 1:5
გოლები: 0:1 ლობოტკა (8), 0:2 კუჩკა (27), 1:2 სეიდაიევი (28), 1:3 ჰამშიკი (30), 1:4 ჰამშიკი (57), 1:5 ჰანჩკო (85)

E. ჯგუფი
ბუდაპეშტი. "გროუპამა"
უნგრეთი - უელსი 1:0
გოლი: პატკაი (81)

H ჯგუფი
ელბასანი. "ელბასან არენა"
ალბანეთი - მოლდოვა 2:0
გოლები: 1:0 ჩიკალეჩი (66), 2:0 რამადანი (90)

ანდორა. "ნასიონალი"
ანდორა - საფრანგეთი 0:4
გოლები: 0:1 მბაპე (11), 0:2 ბენ იედერი (30), 0:3 ტოვენი (45+1), 0:4 ზუმა (60)


რეიკიავიკი. "ლაუგარდალსვოლიური"
ისლანდია - თურქეთი 2:1
გოლები: 1:0 სიგურდსონი (21), 2:0 სიგურდსონი (31), 2:1 ტოკოზი (40)


I ჯგუფი
ასტანა. "ასტანა არენა"
ყაზახეთი - სან-მარინო 4:0
გოლები: 1:0 კუატი (45+1), 2:0 ფედინი (61), 3:0 სიუიმბაევი (65), 4:0 ისლამჰანი (79)

ბრიუსელი. "ბოუდუინი"
ბელგია - შოტლანდია 3:0
გოლები: 1:0 ლუკაკუ (45), 2:0 ლუკაკუ (57), 3:0 დე ბრიუნე (90)

ნიჟნი ნოვგოროდი. "ნიჟნი ნოვგოროდი"
რუსეთი - კვიპროსი 1:0
გოლი: იონოვი (38)

J ჯგუფი
ათენი. "ოლიმპიური"
საბერძნეთი - სომხეთი 2:3
გოლები: 0:1 კარაპეტიანი (8), 0:2 კაზარიანი (32), 1:2 ზეკა (54), 1:3 ბარსეგიანი (74), 2:3 ფორტუნისი (87)


ტურინი. "ალიანც სტადიუმი"
იტალია - ბოსნია 2:1
გოლები: 0:1 ჯეკო (32), 1:1 ინსინიე (49), 2:1 ვერატი (86)


ვადუცი. "რეინპარკი"
ლიხტენშტეინი - ფინეთი 0:2
გოლები: 0:1 პუკი (37), 0:2 კაელმანი (57)
მკითხველის კომენტარები / 7 /
არ შეიძლება სომხებს რომ ვეთხოვოთ ხოლმე მაგ მწვრთნელი მაგალითათ თვეში ერთი დღე? აბა ქართველებს ვაისსთან გვაქვს ჯვარი დაწერილი და განქორწინება არც განიხილება!
lelo
12 ივნისი 2019 15:53
1
სომხურ ნაღმზე აფეთქდა.
Expert.
12 ივნისი 2019 03:01
0
ვულოცავ სომხებს, მაგარი თამაში მოიგეთ!
ირაკლი
13 ივნისი 2019 01:26
0
დღეს სომხეტმა მოიგო ქარტველების ჯინაზე....1-5 პოპულარნი ანგარიშია კავკასიაში
xachika
12 ივნისი 2019 10:01
15
ორი მამედა
xachika s da Givis
13 ივნისი 2019 13:23
0
7-1 არმენ, 7-1! )))
Givi
13 ივნისი 2019 07:41
1
საქარტველოს დამარცხებას როგორმე გადავიტანდი,,,აი ბულგარეტოს დამარცხებამ სულ გადამრია
nika
12 ივნისი 2019 10:23
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული