ევრო 2020. საკვალიფიკაციო: ესპანეთმა რუმინეთს პირველად სძლია, სომხეთმა იტალიას ვერ გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
5 სექტემბერს, ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე, D ჯგუფის გარდა, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, მატჩები კიდევ 3 ჯგუფში ჩატარდა.

F ჯგუფი
აქ უდავოდ ცენტრალური შეხვედრა ბუდაპეშტში შედგა, სადაც ესპანეთმა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა რუმინეთი. აღსანიშნავია, რომ "ფურია როხას" ვლახები აქამდე გასვლაზე დამარცხებული არ ჰყავდა. პირველ ტაიმში სებალიოსის საჯარიმოში წაქცევისთვის დანიშნული პენალტი სერხიო რამოსმა გამოიყენა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კარის წინ ეულად დარჩენილმა ალკასერმა მეორედ დალაშქრა მასპინძელთა კარი. რუმინეთმა მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად მოახერხა ანგარიშის შემცირება, დაწოლა გააძლიერა და მსაჯმა პუშკაშის მოცელვისთვის ლორენტე გააძევა, ბოლოს კი
პუშკაშს გოლის გატანა კეპამ არ დაანება და ესპანელებმა მიმდინარე ტურნირზე მეხუთე მატჩშიც იმარჯვეს.

ესპანეთმა მეორედ მოიგო ევროშესარჩევში მიჯრით 13 მატჩი.

სერხიო რამოსმა ნაკრებში 166 მატჩში 21-ე გოლი გაიტანა და ეროვნული გუნდის ბომბარდირთა საუკეთესო ათეულში შევიდა. მან ეროვნულ გუნდში უკანასკნელ 9 შეხვედრაში 8-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.


ბუქარესტი. "ნაციონალა"
რუმინეთი - ესპანეთი 1:2
გოლები: სერხიო რამოსი (29, პენ), 0:2 ალკასერი (47), 1:2 ანდონე (59)
გაძევება: ლორენტე (79)

ტორსჰავნი. "ტორსვოლური"
ფარერები - შვედეთი 0:4
გოლები: 0:1 ისაკი (12), 0:2 ისაკი (15), 0:3 ლინდელოფი (23), 0:4 ქუაისონი (41)

ოსლო. "ულევაალი"
ნორვეგია - მალტა 2:0
გოლები: 1:0 ბერგე (33), 2:0 კინგი (45+1, პენ)

G ჯგუფი
ბეერ შევა. "იაკოვ ტუმერ ტოტო"
ისრაელი - ჩრდ. მაკედონია 1:1
გოლები: 1:0 ზაჰავი (55), 1:1 ადემი (64)

J ჯგუფი
სომხეთი მაგრად ებრძოლა საკუთარ მოედანზე "სკუადრა აძურას", კარაპეტიანმა დააწინაურა კიდეც, მაგრამ ზედ შესვენებაზე გასვლის წინ მას მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა. იქამდე ბელოტიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შესვენების შემდეგ ჯერ პელეგრინიმ დალაშქრა აირაპეტიანის კარი, ბოლოს კი ბელოტიმ დუბლი მიითვალა და მანჩინის გუნდი 100%-იანი შედეგით, 5-დან 5 მოგებით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

იტალიის ნაკრები ევროშესარჩევში 13 წლისა და 35 დღის განმავლობაში დაუმარცხებელია, რაც რეკორდია - ბოლოს 2006 წლის 6 სექტემბერს წააგო საფრანგეთთან 1:3.


ერევანი. "ვაზგენ სარგსიანი"
სომხეთი - იტალია 1:3
გოლები: 1:0 კარაპეტიანი (11), 1:1 ბელოტი (28), 1:2 ლ. პელეგრინი (77), 1:3 ბელოტი (80)
გაძევება: კარაპეტიანი (45+1)

ზენიცა. "ბილინო პოლიე"
ბოსნია - ლიხტენშტაინი 5:0
გოლები: 1:0 გოიაკი (11), 2:0 დულევიჩი (80), 3:0 ჯეკო (85), 4:0 ვიშცა (87), 5:0 გოიაკი (89)

ტამპერე. "რატინანი"
ფინეთი - საბერძნეთი 1:0
გოლი: პუკი (52, პენ)
მკითხველის კომენტარები / 3 /

იტალიის ნაკრებს მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილება ძალიან დაეხმარა
4
აქამდე არ ვიცოდი, თუ რუმინეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი იყო. დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის!
გულშემატკივარი
09:42 06-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული