ევროშესარჩევ ტურნირზე ბულგარეთის 4:0 ძლევის შემდეგ, კომენტარი ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა გააკეთა.
"არ გვყოფნის ერთა ლიგის მსგავსი დაძაბული შეხვედრები. იმ მატჩებში ბევრი რამ ვისწავლეთ. ახლა ამ უკმარისობის დეფიციტი ვარჯიშით უნდა შევივსოთ. ამის გაკეთება ვარჯიშებით ძნელია.
ვიცი, ერთა ლიგა იმედგაცრუება აღმოჩნდა. როდესაც ნახევარფინალამდე მიდიხარ, ტურნირის მოგება გინდა. თუმცა, ჩვენ ცუდ მდგომარეობაში ვიყავით, რადგან 7 ფეხბურთელი მატჩამდე 48 სააათით ადრე გამოცხადდა შეკრებაზე.
ვფიქრობ, ახლა 7 საუკეთესო გუნდს კონკურენციას ვუწევთ. წარმატებულ დღეებში მათი დამარცხება შეგვიძლია. თუმცა, ერთა ლიგაზე ჰოლანდიამ დაამტკიცა, რომ ჩვენი
მოგება შეუძლია, - განუცხადა საუთგეიტმა BBC-ის.