შვეიცარიის ნაკრები გიბრალტარს ადვილად გაუსწორდა და საომრად დანიას ეწვევა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 სექტემბერს, შვეიცარიის ნაკრებმა ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე D ჯგუფში, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდიც იღებს მონაწილეობას, გიბრალტარი 4:0 დაამარცხა.

შვეიცარიის ნაკრები 8 ქულით მესამე ადგილზეა, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და შემდეგ ტურში, 12 ოქტომბერს, სტუმრად დანიას დაუპირისპირდება.

სიონი. "ტურბილონი"
შვეიცარია - გიბრალტარი 4:0
გოლები: 1:0 ზაკარია (37), 2:0 მეჰმედი (43), 3:0 როდრიგესი (45+3), 4:0 გავრანოვიჩი (87)

შვეიცარია: სომერი, როდრიგესი, შერი, ბენიტო (შეფენი 65), ელვედი, მეჰმედი, ჯაკა (ვარგასი 74), ფერნანდესი, ზაკარია, აიეტი, ემბოლო (გავრანოვიჩი 55)

გიბრალტარი: კოელინგი (გოდვინი 25), ჯ. ჩიპოლინა,
მასკარენას-ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ბრიტო (პონსი 66), ანეშლი, უოკერი, სერგეანტი, ენდრიუ ერნანდესი (კოომბესი 58), ენტონი ერნანდესი, დე ბარი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული