ევრო 2020. საკვალიფიკაციო: აზერბაიჯანის სენსაციური შედეგი ხორვატიასთან [VIDEO]

AutoSharing Option
9 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩები 4 ჯგუფში გაიმართა.

C ჯგუფი
ჰოლანდიამ სტუმრად უპრობლემოდ სძლია ესტონეთს, გერმანიამ კი მხოლოდ შესვენების შემდეგ გატეხა გასვლაზე ოლსტერელები.

გერმანიას და ჩრდილოეთ ირლანდიას 12-12 ქულა აქვთ, ჰოლანდიას კი - 9, თუმცა 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

გნაბრიმ ბუნდესტიმში 10 მატჩში 9 გოლი გაიტანა, რაც ამ საუკუნეში საუკეთესო მაჩვენებელია.

ტალინი. "ა ლე კოქ არენა"
ესტონეთი - ჰოლანდია 0:4
გოლები: 0:1 ბაბელი (17), 0:2 ბაბელი (47), 0:3 დეპაი (76), 0:4 ვეინალდუმი (87)


ბელფასტი. "ვინძორი"
ჩრდ.
ირლანდია - გერმანია 0:2
გოლები: 0:1 ჰალსტენბერგი (48), გნაბრი (90+2)


E ჯგუფი
აზერბაიჯანმა სახლში სენსაციური ფრე (1:1) გაუგორა ხორვატიას და მიმდინარე ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა. თუმცა ხორვატები 10 ქულით მინც ლიდერები არიან. მათ 9-9 ქულით სლოვაკეთი და უნგრეთი მისდევენ.

ბაქო. "ბაკსელ არენა"
აზერბაიჯანი - ხორვატია 1:1
გოლები: 0:1 მოდრიჩი (11, პენ), 1:1 ჰალილზადე (71)


ბუდაპეშტი. "გრუაპამა"
უნგრეთი - სლოვაკეთი 1:2
გოლები: 0:1 მაკი (40), 1:1 სობოსლაი (50), 1:2 ბოჟენიკი (56)

G ჯგუფი
პოლონეთი საკუთარ მოედანზე ნულოვან ფრეს დასჯერდა ავსტრიასთან, მაგრამ 13 ქულით მაინც პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან სლოვენიას, რომელმაც ძლივს მოუგო სახლში ისრაელს, 2 ქულით უსწრებს, ხოლო ავსტრიას - 3 ქულით.

რიგა. "დაუგავა"
ლატვია - ჩრდ. მაკედონია 0:2
გოლები: 0:1 პანდევი (14), 0:2 ბარდი (17)

ვარშავა. "ნაროდოვი"
პოლონეთი - ავსტრია 0:0

ლიუბლიანა. "სტოზიცე"
სლოვენია - ისრაელი 3:2
გოლები: 1:0 ვერბიჩი (43), 1:1 ნატჰო (50), 1:2 ზაჰავი (62), 2:2 ბეზიაკი (66), 3:2 ვერბიჩი (90)

I ჯგუფი
ბელგიამ მეექვსე მატჩშიც იმარჯვა (მისი ბურთების შეფარდება 19:1-ზეა) და მეორეადგილოსან რუსეთს, რომელმაც ყაზახეთი სახლში, ნატურალიზებული ფერნანდესის მიერ 89-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა, 3 ქულით უსწრებს.

ბელგია უკვე 32-ე წუთზე 3:0 დაწინაურდა გასვლაზე შოტლანდიასთან და გამარჯვებულის ვინაობაც გაარკვია. სამივე საგოლე გადაცემა დე ბრიუნემ გააკეთა, მეორე ტაიმში კი თავადაც გაიტანა.

ლუკაკუმ ნაკრებში უკანასკნელ 5 შეხვედრაში 6-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

ვერმაელენმა 4 წლის შემდეგ პირველად გაიტანა ეროვნულ გუნდში. სულ მის ანგარიშზე 2 გოლია.

გლაზგო. "ჰემპდენ პარკი"
შოტლანდია - ბელგია 0:4
გოლები: 0:1 ლუკაკუ (9), 0:2 ვერმაელენი (24), 0:3 ალდერვეირელდი (32), 0:4 დე ბრიუნე (82)


კალინინგრადი. "კალინინგრადი". 31 818 მაყურებელი
რუსეთი - ყაზახეთი 1:0
გოლი: ფერნანდესი (89)

მცველმა ფერნანდესმა რუსეთის ნაკრებში მეორე გოლი გაიტანა და ორივე 88-ე წუთის შემდეგ - პირველი ხორვატიას მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში დამატებით დროში გაუტანა.


სარევალე. "ოლიმპიკო"
სან მარინო - კვიპროსი 0:4
გოლები: 0:1 კუსულოსი (2), 0:2 პაპულისი (38), 0:3 კუსულოსი (76), 0:4 არტიმატასი (75)
მკითხველის კომენტარები / 24 /
რატომ გიკვირთ ჩემი ასეთი კომენტარი?გადავხედოთ ჩვენს წარსულს, ვინ ვიყავით და რანი გავხდით ფეხბურთის თამაშში.გავიხსენოთ ტაშკენტი 1964 წელი, მოსკოვი1976 წელი,მილანი 1977 წელი,1978 წელი...,ლივერპული 1979,მოსკოვი 1979 წელი, ლონდონი 1981 წელი და ბოლოს დიუსელდორფი ასევე 1981 წელი.ჩვენ ხომ ასეთი რამ შევძელით!!! არაერთხელ,მრავალი წლის მანძილზე!!! ისმის კითხვა - ადრე თუ შეგვეძლო,ახლა ეს რატომ აღარ შეგვიძლია??? იმიტომ რომ ქართული ფეხბურთის ის დიდი წარმატებები და მთელი ქართული საზოგადოება დღეს ყველას ერთ ადგილზე ჰკიდიათ...!!!
1
ძნელია საიტზე ცხრილების დანერგვა?
პაპა
05:16 10-09-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული