ევრო 2020. საკვალიფიკაციო: რონალდოს პოკერი და კოსოვოს არშემდგარი სენსაცია ინგლისთან [VIDEO]

AutoSharing Option
10 სექტემბერს ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის მატჩები 3 ჯგუფში გაიმართა.

A ჯგუფი
კოსოვოს მწვრთნელი შალანდი ჩეხეთის დამარცხების შემდეგ ყვიროდა, ინგლისსაც უნდა მოვუგოთო. დებიუტშივე დაწინაურდნენ, მაგრამ სენსაცია არ მოხდა - შესვენებამდე 5 უპასუხო გოლი გაუშვეს, მეორე ტაიმში ანგარიში შეამცირეს და საბოლოოდ 3:5 წააგეს. საუტგეითის გუნდმა მეოთხე შეხვედრაშიც იმარჯვა.

კოსოვო 34-ე წამზე დაწინაურდა და ეს ბოლო 26 წელიწადში "სამი ლომის" ყველაზე ნაადრევად გაშვებული გოლი იყო.

სტერლინგმა ეროვნულ გუნდში უკანასკნელ 7 შეხვედრაში 8-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და ამას გარდა, დღევანდელ მატჩში 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

19 წლის სანჩომ დუბლი მიითვალა - უფრო ახალგაზრდულ ასაკში ინგლისის ნაკრებში მხოლოდ რუნის აქვს გატანილი.

საუთჰემპტონი. "სტ. მერისი"
ინგლისი - კოსოვო 5:3
გოლები: 0:1 ბერიშა (1), 1:1 სტერლინგი (8), 2:1 კეინი (19), 3:1 ვოივოდა (38, საკ. კარში), 4:1 სანჩო (44), 5:1 სანჩო (45+1), 5:2 ბერიშა (49), 5:3 მურიკი (55, პენ)


პოდგორიცა. "პოდ გორიცომი"
მონტენეგრო - ჩეხეთი 0:3
გოლები: 0:1 სოუჩეკი (54), 0:2 მასოპუსტი (57), 0:3 დარიდა (90+5, პენ)

B ჯგუფი
პორტუგალიამ რონალდოს დიდებული ასპარეზობით სტუმრად შავი დღე აყარა ლიეტუვას და ლიდერ უკრაინას მისდევს.

რონალდომ პოკერი შეასრულა, ნაკრებში 93-ე გოლი გაიტანა და მსოფლიოს 40 ნაკრები დაამწუხრა. მან ნაკრებში 160-ე მატჩი ჩაატარა - ევროპულ რეკორდამდე 16 თამაშია, მსოფლიომდე - 24.

ვილნიუსი. "LFF სტადიონასი"
ლიეტუვა - პორტუგალია 1:5
გოლები: 0:1 რონალდო (7), 1:1 ანდრუშკევიჩუსი (28), 1:2 სეკტუსი (61, საკ. კარში), 1:3 რონალდო (65), 1:4 რონალდო (76), 1:5 რონალდო (90+2)


ლუქსემბურგი. "ჟოზი ბარტელი"
ლუქსემბურგი - სერბეთი 1:3
გოლები: 0:1 მიტროვიჩი (36), 0:2 რადონჯიჩი (55), 1:2 ტურპელი (66), 1:3 მიტროვიჩი (78)

H ჯგუფი
საფრანგეთმა და თურქეთმა დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს და 15-15 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში უდგანან. მათ კვალში ისლანდია უდგას, რომელმაც ალბანეთთან წააგო.

გრიზმანმა ზედიზედ მეორე მატჩში გააცუდა თერთმეტმეტრიანი.

პარიზი. "პარკ დე პრენსი"
საფრანგეთი - ანდორა 3:0
გოლები: 1:0 კომანი (18), 2:0 ლანგლე (52), 3:0 ბენ იედერი (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: გრიზმანი (28)

ელბასანი. "ელბასანი"
ალბანეთი - ისლანდია 4:2
გოლები: 1:0 დემაკუ (33), 1:1 სიგურსონი (47), 2:1 ჰისაი (52), 2:2 სიგბორსონი (58), 3:2 როჩი (79), 4:2 ციკალეში (82)

კიშინიოვი. "ზიმბრუ"
მოლდოვა - თურქეთი 0:4
გოლები: 0:1 ტოსუნი (37), 0:2 ტურუჩი (57), 0:3 ტოსუნი (79), 0:4 იაზიჩი (88)
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეხლა კოსოვოს უნდა ვუბალეშიკოთ, იქნება ამ გრუპიდან გავიდეს, თორემ ჩვენი ნაკრებს ძალიან ცოტა შანსები აქვს კოსოვოსთან.
s.s.
16:01 11-09-2019
7
კრიშ ხომ იცი რომ წელს ნაკრებში ასამდე უნდა ახვიდე,რომ სამუდამოდ დაადუმო შენი ბოროტი მაგინებელები.
მფრინავი კრიშტიანუ
15:24 11-09-2019
10

სიახლეები პოპულარული