კრიშტიანო რონალდო პოკერის შემდეგ: მომენტით ვტკბები, მაგრამ იმიტომ არა, რომ გოლები გავიტანე

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ლიეტუვასთან (5:1) ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

რონალდომ აღნიშნულ შეხვედრაში პოკერი შეასრულა.

"დროს კარგად ვატარებ, გუნდსაც ყველაფერი წესრიგში აქვს. ბედნიერი ვარ და მომენტით ვტკბები. იმიტომ არა, რომ გოლები გავიტანე, არამედ იმის გამო, რასაც ბოლო წლებში ვაჩვენებთ. უნდა გავაგრძელო ნაკრების დახმარება.

ყველაზე რთული სერბეთში მოგება იყო. დღეს მნიშვნელოვანი იყო მოგებათა სერიის გაგრძელება. უფრო მეტად ვუახლოვდებით ევროპის ჩემპიონატს.

მალე ორი მატჩი გვექნება, ერთი შინ, მეორე სტუმრად. ვფიქრობ, რომ ერთი მატჩის მოგება საკმარისი იქნება", -
თქვა რონალდომ.

პორტუგალიის ნაკრებს 8 ქულა აქვს და B ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს. პორტუგალიელები უკრაინას 5 ქულით ჩამორჩებიან და ერთი შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

ფერნანდო სანტუშის შეგირდებმა კიდევ 4 მატჩი უნდა გამართონ: ლუქსემბურგთან ორი მატჩი, სტუმრად უკრაინასთან და შინ ლიეტუვასთან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ქე რო მაგარი ტიპები არიან,იმაზე უფრო მაგარი ტიპია სიმონ.
ფეხბურთის ვეფხვი
15:18 11-09-2019
1

სიახლეები პოპულარული