ევრო 2020. საკვალიფიკაციო: ბელგიამ 9:0 მოიგო, ნიდერლანდებმა კომპენსირებულ დროში იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
10 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩები 4 ჯგუფში გაიმართა.

C ჯგუფში ნიდერლანდები სახლში მე-80 წუთამდე 0:1-ს აგებდა ჩრდილო ირლანდიასთან, მაგრამ შემდეგ 3 გოლი გაიტანა და 3:1 გაიმარჯვა.

დე ლიხტი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია (20 წლის და 59 დღის), რომელმაც ნიდერლანდების ნაკრებში 20 მატჩი ჩაატარა - აქამდე ეს რეკორდი ზეედორფს ეკუთვნოდა.

E ჯგუფში ხორვატიამ სახლში 3:0 სძლია უნგრეთს და 13 ქულით ლიდერია.

G ჯგუფში პოლონეთმა ლევანდოვსკის დუბლით გასვლაზე 3:0 დაამარცხა ლატვია, 16 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ავსტრიას, რომელმაც ისრაელს თამაში
შემოუტრიალა, 3:1 მოიგო, 3 ქულით უსწრებს.

ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-7 მატჩში გაიტანა და ამ სეზონში მის ანგარიშზე 14 შეხვედრაში 18 გოლია.

I ჯგუფში ბელგიამ სან-მარინო 9:0, ხოლო რუსეთმა შოტლანდია 4:0 გაანადგურა.

ბელგია პირველი გუნდია, რომელმაც მიმდინარე შესარჩევ ციკლში ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა.

ლუკაკუმ დუბლი შეასრულა და 51 გოლით ბელგიის ნაკრების ბომბარდირი გახდა.

C ჯგუფი
მინსკი. "დინამო"
ბელორუსი - ესტონეთი 0:0

როტერდამი. "ფეიენოორდი"
ნიდერლანდები - ჩრდ. ირლანდია 3:1
გოლები: 0:1 მაგენისი (75), 1:1 დეპაი (80), 2:0 ლ. დე იონგი (90+1), დეპაი (90+4)


E ჯგუფი
სპლიტი. "პოლიუდი"
ხორვატია - უნგრეთი 3:0
გოლები: 1:0 მოდრიჩი (5), 2:0 პეტკოვიჩი (24), 3:0 პეტკოვიჩი (42)
გაძევება: კლეინჰეისლერი (56, უნგრეთი)


ტრნავა. "სიტი არენა"
სლოვაკეთი - უელსი 1:1
გოლები: 0:1 მური (25), 1:1 კუცკა (53)
გაძევება: გიომბერი (88, სლოვაკეთი)

G ჯგუფი
ვენა. "ერნსტ ჰაპელი"
ავსტრია - ისრაელი 3:1
გოლები: 0:1 ზაჰავი (34), 1:1 ლაზარო (41), 2:1 ჰინტერეგერი (56), 3:1 ზაბიტცერი (88)

სკოპიე. "ტოშე პროესკი"
ჩრდ. მაკედონია - სლოვენია 2:1
გოლები: 1:0 ელმასი (50), 2:0 ელმასი (68), 2:1 ილიჩიჩი (90+5, პენ)

რიგა. "დაუგავა"
ლატვია - პოლონეთი 0:3
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (9), 0:2 ლევანდოვსკი (13), 0:3 ლევანდოვსკი (76)


I ჯგუფი
ასტანა. "ასტანა არენა"
ყაზახეთი - კვიპროსი 1:2
გოლები: 1:0 ერლანოვი (34), 1:1 სოტირიუ (73), 1:2 იოანუ (84)

ბრიუსელი. "მეფე ბოდუენი"
ბელგია - სან მარინო 9:0
გოლები: 1:0 ლუკაკუ (28), 2:0 შადლი (31), 3:0 ბროლი (35, საკ. კარში), 4:0 ლუკაკუ (41), 5:0 გრანდონი (43, საკ. კარში), 6:0 ტილემანსი (45+1), 7:0 ბენტეკე (79), 8:0 ვერსჰარენი (84, პენ), 9:0 კასტანი (90)


მოსკოვი. "ლუჟნიკები"
რუსეთი - შოტლანდია 4:0
გოლები: 1:0 ძიუბა (57), 2:0 ოზდოევი (60), 3:0 ძიუბა (70), 4:0 გოლოვინი (84)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული