11 ოქტომბერს ევროპირველობის საკვალიფიკაციო მატჩები 3 ჯგუფში გაიმართა, რომლებიც უხვგოლიანი არ გამოდგა.
A ჯგუფში ჩეხეთმა ინგლისს თამაში შემოუტრიალა, 2:1 მოუგო და ახლა ეს ორი გუნდი 12-12 ქულით ლიდერია.
გამარჯვების გოლი 30 წლის ონდრაშეკმა ეროვნულ გუნდში სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა. ინგლისი ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე 2007 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა და მისი წაუგებელი 43-მატჩიანი სერია შეწყდა.
კეინმა "სამ ლომში" მეცხრე პენალტი გაიტანა და ლამპარდის რეკორდი დაამხო.
B ჯგუფში უკრაინამ პირთამდე სავსე ხარკოვის სტადიონზე "ატალანტას" ნახევარმცველ მალინოვსკის დუბლით 2:0 სძლია ლიეტვას, 16 ქულით პირველ
ადგილზეა და ფინალური ტურნირის საგზურის მოსაპოვებლად დარჩენილ ორ შეხვედრაში 1 ქულის აღება ჰყოფნის, ხოლო პორტუგალიამ სახლში ლუქსემბურგი 3:0 დაამარცხა და 11 ქულით მეორე პოზიციაზეა.
პორტუგალიამ ბოლო 3 მატჩში 12 გოლი გაიტანა, ბერნარდუ სილვამ ბოლო 5 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, რონალდომ ნაკრებში 94-ე გოლი გაიტანა და მსოფლიოს რეკორდის დასამხობად კიდევ 15 გოლი სჭირდება. მან კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა.
H ჯგუფში საფრანგეთმა სტუმრად ჟირუს პენალტით 1:0 დაამარცხა ისლანდია, თურქეთმა კი 90-ე წუთზე გატანილი გოლით სახლში ასეთივე ანგარიშით მოუგო ალბანეთს. 18-18 ქულით ლიდერები საფრანგეთი და თურქეთი არიან.
ანდორამ ისტორიაში შესარჩევ ტურნირზე პირველად გაიმარჯვა და მოლოდვა 1:0 დაამარცხა - აქამდე 56 ჩატარებული შეხვედრიდან 55 წაგებული, ხოლო 1 ფრედ ჰქონდა დასრულებული.
A ჯგუფი
პრაღა. "სინობო"
ჩეხეთი - ინგლისი 2:1
გოლები: 0:1 კეინი (5, პენ), 1:1 ბრაბეცი (9), 2:1 ონდრაშეკი (85)
პოდგორიცა. "პოდ გორიცომი"
მონტენეგრო - ბულგარეთი 0:0
B ჯგუფი
ლისაბონი. "ჟოზე ალვალადე"
პორტუგალია - ლუქსემბურგი 3:0
გოლები: 1:0 ბერნარდო სილვა (16), 2:0 რონალდო (65), 3:0 გუედეში (89)
ხარკოვი. "მეტალისტი"
უკრაინა - ლიეტუვა 2:0
გოლები: 1:0 მალინოვსკი (29), 2:0 მალინოვსკი (58)
H ჯგუფი
ანდორა ლა ველა. "ნასიონალი"
ანდორა - მოლდოვა 1:0
გოლი: უოლესი (63)
გაძევება: გინსარი (55, მოლდოვა)
რეიკიავიკი. "ლაუგარდლსვოლიური"
ისლანდია - საფრანგეთი 0:1
გოლი: ჟირუ (66, პენ)
ისტანბული. "ფენერბახჩე"
თურქეთი - ალბანეთი 1:0
გოლი: ტოსუნი (90)