ევრო 2020. საკვალიფიკაციო: იტალიამ მოიგო და გავიდა, ესპანეთმა ოსლოში გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
12 ოქტომბერს, ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ჩვენი D ჯგუფის გარდა, კიდევ 2 ჯგუფში გაიმართა.

F ჯგუფი

ესპანეთის ნაკრებმა ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ გაუშვა ხელიდან გამარჯვება ნორვეგიასთან (1:1), პირველი ქულები დაკარგა, თუმცა 19 ქულით ლიდერია.

ესპანეთმა შესარჩევ ტურნირზე 14-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

"ფურია როხას" სასტარტო შემადგენლობაში 11 სხვადასხვა გუნდის წარმომადგენელი იყო, რაც უკანასკნელად 699 დღის წინ მოხდა.

სერხიო რამოსმა ეროვნულ გუნდში 168-ე მატჩი ჩაატარა, კასილიასის რეკორდი დაამხო და ესპანეთის ნაკრების რეკორდსმენი გახდა.

შვედეთის ნაკრებმა გასვლაზე 4:0 გაანადგურა
მალტა და 14 ქულით მეორე ადგილზეა.

34 წლის ნახევარმცველმა სებასტიან ლარსონმა "ტრე კრუნურში" 116-ე შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით იბრაჰიმოვიჩს დაეწია.

ოსლო. "ულევაალი"
ნორვეგია - ესპანეთი 1:1
გოლები: 0:1 საული (47), 1:1 კინგი (90+4, პენ)

ტორსჰავნი. "სტრეიმოი"
ფარერები - რუმინეთი 0:3
გოლები: 0:1 პუშკაში (74), 0:2 მინტრა (83), 0:3 კესერუ (90+4)

ტაქალი. "ნაციონალი"
მალტა - შვედეთი 0:4
გოლები: 0:1 დანიელსონი (12), 0:2 ლარსონი (58, პენ), 0:3 აგიუსი (66, საკ. კარში), 0:4 ლარსონი (71, პენ)

J ჯგუფი

იტალიამ სახლში მეორე ტაიმში გატეხა საბერძნეთის წინააღმდეგობა, 2:0 იმარჯვა, ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა და მისმა მწვრთნელმა მანჩინიმ განაცხადა, რომ ევროპირველობა უნდა მოიგონ.

"სკუადრა აძურამ" ტურნირზე შვიდივე მატჩში იმარჯვა, ისე კი ზედიზედ 8 შეხვედრა მოიგო, რაც ბოლოს 81 წლის წინ მოახერხა.

სომხეთის ნაკრებს შეეძლო მეორე ადგილზე გადასულიყო, მაგრამ მხითარიანის გარეშე ლიხტენშტაინთან ფრეს (1:1) დასჯერდა და 10 ქულით მესამე პოზიციაზეა.

რომი. "ოლიმპიკო"
იტალია - საბერძნეთი 2:0
გოლები: 1:0 ჟორჟინიო (63, პენ), 2:0 ბერნარდესკი (78)

ვადუცი. "რეინპარკი"
ლიხტენშტაინი - სომხეთი 1:1
გოლები: 0:1 ბარსეგიანი (19), 1:1 ფრიკი (72)

ზენიცა. "ბილინო პოლიე"
ბოსნია - ფინეთი 4:1
გოლები: 1:0 ჰაიროვიჩი (29), 2:0 პიანიჩი (37, პენ), 3:0 პიანიჩი (58), 4:0 ჰოჯიჩი (73), 4:1 პოჰიანპალო (79)

მკითხველის კომენტარები / 1 /
63-ე წუთი რომელი სტანდარტითაა მატჩის მიწურული? ამ დროს გაიტანა იტალიამ პირველი და მეორე 78-ზე მიაყოლა.
შეტევა
09:37 13-10-2019
0

სიახლეები პოპულარული