ევრო 2020. საკვალიფიკაციო: კაცნაკლულმა გერმანიამ იმარჯვა, პოლონეთი და რუსეთი ევროპირველობაზე გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
13 ოქტომბერს ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 4 ჯგუფში გაიმართა.

C ჯგუფი
ჰოლანდიამ ვეინალდუმის დუბლით გასვლაზე 2:1 მოუგო ბელორუსს და 15 ქულით ლიდერია.

მინსკი. "დინამო"
ბელორუსი - ნიდერლანდები 1:2
გოლები: 0:1 ვეინალდუმი (32), 0:2 ვეინალდუმი (42), 1:2 დრაგუნი (53)


15 ქულით მეორე ადგილზეა გერმანია, რომელიც მიუხედავად კაცნაკლულობისა (მსაჯმა მე-14 წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით ჯანი გააძევა), სტუმრად ესტონეთს უპრობლემოდ გაუსწორდა - 3:0.

ტალინი. "ლე ა კოქი"
ესტონეთი - გერმანია 0:3
გოლები: 0:1 გიუნდოგანი (51), 0:2 გიუნდოგანი (57), 0:3 ვერნერი (71)
გაძევება: ჯანი (14)


E ჯგუფი
ხორვატია უელსს დაუზავდა (1:1) და 14 ქულით ლიდერობას ინარჩუნებს. "რეალის" ფეხბურთელებმა ბეილმა და მოდრიჩმა ტრავმები მიიღეს.

კარდიფი. "კარდიფ სიტი"
უელსი - ხორვატია 1:1
გოლები: 0:1 ვლასიჩი (9), 1:1 ბეილი (45+3)


უნგრეთმა საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით (1:0) მოუგო აზერბაიჯანს და 12 ქულით მეორე პოზიციაზეა, თუმცა 10 ქულით მესამე ადგილზე მყოფ სლოვაკეთს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ბუდაპეშტი. "გრუაპამა"
უნგრეთი - აზერბაიჯანი 1:0
გოლი: კორჰუტი (10)

G ჯგუფი
პოლონეთმა სახლში შესვენების შემდეგ დასძლია ჩრდილომაკედონიელთა წინააღმდეგობა, 2:0 გაიმარჯვა და ფინალური ეტაპის საგზური ვადამდე მოიპოვა.

შეწყდა ლევანდოვსკის შვიდმატჩიანი გოლთა სერია (11 გოლი კლუბსა და ნაკრებში), თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ვარშავა. "ნაროდოვი"
პოლონეთი - ჩრდ. მაკედონია 2:0
გოლები: 1:0 ფრანკოვსკი (74), 2:0 მილიკი (80)

ავსტრიამ გასვლაზე 1:0 მოუგო სლოვენიას, 16 ქულით მეორე ადგილზეა და უახლოეს მდევარ ჩრდილოეთ მაკედონიას 5 ქულით უსწრებს.

ლიუბლიანა. "სტოზიცე"
სლოვენია - ავსტრია 0:1
გოლი: პოში (21)
გაძევება: პოპოვიჩი (89, სლოვენია)

I ჯგუფი
ბელგიამ სტუმრად ყაზახეთი 2:1 დაამარცხა და შესარჩევ ტურნირზე რვავე ჩატარებულ შეხვედრაში იმარჯვა. ამ გუნდმა ფინალური ტურნირის საგზური წინა ტურში მოიპოვა.

საგზური ასევე მოიპოვა კვიპროსის მძლეველმა (5:0) რუსეთის ეროვნულმა გუნდმა, რომელიც მუდამ შედარებით ადვილ ჯგუფში ხვდება. თუმცა ჩერჩესოვის კრებულის პროგრესიც აღსანიშნავია.

ასტანა. "ასტანა რენა"
ყაზახეთი - ბელგია 0:2
გოლები: 0:1 ბატშუაი (21), 0:2 მენიე (53)


ნიოზია. "Neo GSP"
კვიპროსი - რუსეთი  0:5
გოლები: 0:1 ჩერიშევი (9), 0:2 ოზდოევი (22), 0:3 ძიუბა (79), 0:4 გოლოვინი (89), 0:5 ჩერიშევი (90+2)
გაძევება: ლაიფისი (27)

გლაზგო. "ჰემპდენი"
შოტლანდია - სან მარინო 6:0
გოლები: 1:0 მაკგინი (12), 2:0 მაკგინი (37), 3:0 მაკგინი (45+1), 4:0 შანკლანდი (65), 5:0 ფინდლი (67), 6:0 არმსტრონგი (86)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული