ევრო 2020. საკვალიფიკაციო: პორტუგალიის მძლეველი უკრაინა გავიდა - საფრანგეთ-თურქეთის ომი, შეწყვეტილი ბულგარეთი-ინგლისი [VIDEO]

AutoSharing Option
14 ოქტომბერს ევროპირველობის შესარჩევი მატჩები 3 ჯგუფში ჩატარდა და ფინალური ტურნირის საგზურის კიდევ ერთი მფლობელი გამოვლინდა.

A ჯგუფი
ინგლისმა სტუმრად 6:0 გაანადგურა ბულგარეთი და 15 ქულით ლიდერია. მატჩი სტერლინგისა და მინგზის მიმართ რასისტული შეძახილების გამო პირველ ტაიმში შეწყდა.

რეშფორდმა აგვისტოს შემდეგ პირველად გაიტანა. ბარკლიმ დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. შემდეგ დუბლი სტერლინგმა შეასრულა. კეინმა 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

სოფიაში 3 400 ინგლისელი ფანი ჩავიდა და ერთ-ერთი მათგანი
ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მიღების შედეგად გარდაიცვალა.

სოფია. "ვასილ ლევსკი"
ბულგარეთი - ინგლისი 0:6
გოლები: 0:1 რეშფორდი (7), 0:2 ბარკლი (20), 0:3 ბარკლი (32), 0:4 სტერლინგი (45+4), 0:5 სტერლინგი (69), 0:6 კეინი (85)


პრიშტინა. "ფადილ ვოკრი"
კოსოვო - მონტენეგრო 2:0
გოლები: 1:0 რაჰმანი (10), 2:0 მურიგი (34)

B ჯგუფი
უკრაინამ სახლში 2:1 მოუგო პორტუგალიას და ევრო 2020-ის საგზური ვადამდე მოიპოვა.

კიევში პორტუგალიასთან შეხვედრამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია. 70-ათასიანი სტადიონი პირთამდე შეივსო და თამაშის დაწყების წინ უკრაინის ჰიმნი 58-კაციანმა გუნდმა შეასრულა. მასპინძლები დარწმუნებულნი იყვნენ გამარჯვებაში და არც შემცდარან.

პირველ ტაიმში უკრაინა 2:0 დაწინაურდა. 72-ე წუთზე ბრუმას დარტყმული ბურთი საჯარიმოში ხელზე სტეპანენკოს მოხვდა. მსაჯმა მას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, გააძევა, პენალტი კი რონალდომ გამოიყენა. დარჩენილ დროში სტუმრებმა დიდი ძალებით შეუტიეს. დანილუმ კომპენსირებულ დროში ბურთი ძელს გაარტყა და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

შევჩენკოს გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო 6 მატჩი საერთო ანგარიშით 15:2 მოიგო და ზედიზედ 7 შეხვედრაში გაიტანა გოლი.

რონალდომ ნაკრებში 95-ე გოლი გაიტანა და მსოფლიო რეკორდამდე 14 გოლი უკლია. მან კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა და ფეხბურთის ისტორიაში მე-6 ფეხბურთელია, რომელმაც 700-გოლიანი ბარიერი გადალახა.

პორტუგალიას მეორე ადგილისთვის ბრძოლა სერბეთთან მოუწევს, რომელმაც სტუმრად ლიეტუვას 2:1 მოუგო.

კიევი. "ოლიმპიისკი"
უკრაინა - პორტუგალია 2:1
გოლები: 1:0 იარემჩუკი (6), 2:0 იარმოლენკო (27), 2:1 რონალდო (72, პენ)
გაძევება: სტეპანენკო (72)


ვილნიუსი. "LFF"
ლიეტუვა - სერბეთი 1:2
გოლები: 0:1 მიტროვიჩი (48), 2:0 მიტროვიჩი (53), 1:2 კაზლაუსკასი (79)

H ჯგუფი
თურქეთმა გასვლაზე საფრანგეთთან ფრედ, 1:1 ითამაშა და ეს ორი გუნდი ჯგუფს 19-19 ქულით ლიდერობს.

"სამფეროვნები" დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ჟირუმ თავურით ანგარიში გახსნა, თუმცა მალე აიჰანმა ასევე თავურით საპასუხო გოლი გაიტანა. ცნობისათვის, ეს კარში სტუმართა ერთადერთი დარტყმა იყო.

თურქებმა კვლავ აჩვენეს სამხედრო მისალმების ჟესტი, რომლითაც მათი არმიის სირიაში შეჭრას დაუჭირეს მხარი.

მესამე ადგილზე 15 ქულით ისლანდიაა, რომელმაც საკუთარ მოედანზე 2:0 მოუგო ანდორას.

პარიზი. "სტად დე ფრანსი"
საფრანგეთი - თურქეთი 1:1
გოლები: 1:0 ჟირუ (76), 1:1 აიჰანი (81)


რეიკიავიკი. "ლაუგარდალსვოლიური"
ისლანდია - ანდორა 2:0
გოლები: 1:0 სიგურდსონი (38), სიგბორსონი (65)

კიშინიოვი. "ზიმბრუ"
მოლდოვა - ალბანეთი 0:4
გოლები: 0:1 ციკალეში (22), 0:2 ბარე (34), 0:3 ტრაჩი (40), 0:4 მანაი (90)

ფინალური ტურნირის საგზური უკრაინამ, ბელგიამ, პოლონეთმა, იტალიამ და რუსეთმა მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კოსოვოს ვგულშემატკივრობ,ეგება აქედან გავიდეს.
emigranti
15 ოქტომბერი 2019 14:04
6
ყოჩაღ უკრაინა
გოგა
15 ოქტომბერი 2019 08:28
1
ბრავო უკრაინა, ბრავო შევე!!!
ვაი საქართველოვ....ვუი ვაის!))
Geo
15 ოქტომბერი 2019 05:01
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული