15 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩები ჩვენი D ჯგუფის გარდა კიდევ 2 ჯგუფში გაიმართა.
F ჯგუფი
შვედეთმა სტუმრად რუმინეთი 2:0 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპირველობაზე გავიდა.
ბუქარესტი. "ნაციონალა"
რუმინეთი - შვედეთი 0:2
გოლები: ბერგი (18), 0:2 ქუაისონი (34)
ოსლო. "ულევალი"
ნორვეგია - ფარერები 4:0
გოლები: 1:0 რეგინიუსენი (4), 2:0 ფოსუმი (8), 3:0 სიორლოტი (62), 4:0 სიორლოტი (65)
ესპანეთს უკვე მოპოვებული ჰქონდა ევროპირველობის საგზური და სახლში მალტა 7:0 გაანადგურა.
კადისი. "რამონ დე კარანსა"
ესპანეთი - მალტა 7:0
გოლები:
1:0 მორატა (23), 2:0 კასორლა (41), 3:0 ტორესი (62), 4:0 სარაბია (63), 5:0 ოლმო (69), 6:0 მორენო (71), 7:0 ნავასი (85)
J ჯგუფი
ფინეთმა ლიხტენშაინის 3:0 ძლევით ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა და ისტორიაში პირველად გავიდა კონტინენტის პირველობაზე.
ტეემუ პუკიმ ტურნირზე 9 გოლი გაიტანა და "სუომის" ბომბარდირი გახდა.
ჰელსინკი. "ტელია 5G არენა"
ერევანი. "ვაზგენ სარგსიანი"
ფინეთი - ლიხტენშტაინი 3:0
გოლები: 1:0 ტუომინენი (21), 2:0 პუკი (64, პენ), 3:0 პუკი (71)
ერევანი. "ვაზგენ სარგსიანი"
სომხეთი - საბერძნეთი 0:1
გოლი: ლიმნიოსი (34)
"სკუადრა აძურას" უკვე მოპოვებული ჰქონდა ევროპირველობის საგზური, გასვლაზე ბოსნიას 3:0 მოუგო და ცხრიდან ცხრავე შეხვედრაში იმარჯვა.
რობერტო მანჩინი პირველი მწვრთნელია, რომლის ხელმძღვანელობით იტალიამ მიჯრით 10 მატჩში იმარჯვა.
ზენიცა. "ბელინო პოლე"
ბოსნია - იტალია 0:3
გოლები: 0:1 აჩერბი (21), 0:2 ინსინიე (37), 0:3 ბელოტი (52)
ევროპირველობის საგზური ბელგიამ, იტალიამ, რუსეთმა, პოლონეთმა, უკრაინამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა, თურქეთმა, ინგლისმა, ჩეხეთმა, შვედეთმა და ფინეთმა მოიპოვეს.