ევრო 2020. საკვალიფიკაციო: გერმანია, ჰოლანდია, ხორვატია და ავსტრია ევროპირველობაზე გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
16 ნოემბერს, ევროშესარჩევის მატჩები 4 ჯგუფში ჩატარდა და კონტინენტის პირველობის კიდევ 4 მონაწილე გაირკვა.

C ჯგუფი

გერმანიამ ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსს ადვილად სძლია და ევროპირველობის საგზური მეცამეტედ მოიპოვა, რაც რეკორდია.

მიონხენგლადბახი. "ბორუსია-პარკი"
გერმანია - ბელარუსი 4:0
გოლები: 1:0 გინტერი (41), 2:0 გორეცკა (49), 3:0 კროოსი (55), 4:0 კროოსი (83)

ჰოლანდიმ სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიას უგოლო ფრე გაუგორა და ევრო 2020-ზე გავიდა. მასპინძლებმა 32-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს - სტივენ დევისმა ბურთი კარს გადააცილა.

ბელფასტი. "უინძორ პარკი"
ჩრდილოეთ ირლანდია - ჰოლანდია 0:0
გამოუყენებელი პენალტი: დევისი (32)

E ჯგუფი

ხორვატიამ საქართველოს ნაკრებთან ამხანაგური მატჩის ჩატარებამდე სახლში სლოვაკეთს თამაში შემოუტრიალა და ევროპირველობაზე გავიდა.

ხორვატების ნახევარმცველმა ნიკოლა ვლაშიჩმა ბოლო 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

რიეკა. "HNK"
ხორვატია - სლოვაკეთი 3:1
გოლები: 0:1 ბოჟენიკი (31), 1:1 ვლაშიჩი (56), 2:1 პეტკოვიჩი (60), 3:1 პერიშიჩი (74)
გაძევება: მაკი (66, სლოვაკეთი)

უელსმა გასვლაზე აზერბაიჯანს 2:0 მოუგო, 11 ქულით მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან უნგრეთს 1 ქულით ჩამორჩება, რომელსაც 19 ნოემბერს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ევრო 2020-ზე გავა.

ბაქო. "ბაქსელ არენა"
აზერბაიჯანი - უელსი 0:2
გოლები: 0:1 მური (10), 0:2 უილსონი (34)

G ჯგუფი

ავსტრიამ ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა და კონტინენტის პირველობის საგზური მოიპოვა.

ვენა. "ერნსტ ჰაპელი"
ავსტრია - ჩრდილოეთ მაკედონია 2:1
გოლები: 1:0 ალაბა (7), 2:0 ლაინერი (48)

ლიუბლიანა. "სტოზიცე"
სლოვენია - ლატვია 1:0
გოლი: ტარასოვსი (53, საკ. კარში)

პოლონეთს ევროპირველობის საგზური მოპოვებული ჰქონდა და ისრაელს სტუმრად მაინც მოუგო.

იერუსალიმი. "ტედი მალჩა"
ისრაელი - პოლონეთი 1:2
გოლები: 0:1 კრიხოვიაკი (4), 0:2 პიონტეკი (54), 1:2 დაბური (88)

I ჯგუფი

ამ ჯგუფიდან ბელგია და რუსეთი გავიდნენ და დანარჩენ შეხვედრებს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ნიქოზია. "ნეო GSP"
კვიპროსი - შოტლანდია 1:2
გოლები: 0:1 კრისტი (12), 1:1 ეფრემი (47), 1:2 მაკგინი (53)

სან მარინომ მიმდინარე ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა, საერთოდ კი 2017 წლის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი.

სარევალე. "ოლიმპიკო"
სან მარინო - ყაზახეთი 1:3
გოლები: 0:1 ზაინუტდინოვი (6), 0:2 სიუიმბაევი (22), 0:3 შეტკინი (26), 1:3 ბერარდი (76)

altაზარებმა არ დაიზარეს და რუსეთის ნაკრები აიკლეს [VIDEO]

ევროპირველობის საგზური ბელგიამ, იტალიამ, რუსეთმა, პოლონეთმა, უკრაინამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა, თურქეთმა, ინგლისმა, ჩეხეთმა, შვედეთმა, ფინეთმა, გერმანიმ, ჰოლანდიამ, ხორვატიამ და ავსტრიამ მოიპოვეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბელორუსის კარში პირველი გოლი,აშკარა თამასფარედანაა,სტოპკადრზეც აშკარად ჩანს და რატომ არავინ იღებს ხმას?დავიკერო მეჩვენება?არადა ამ გოლმა,ბელორუსი,აშკარად დაშალა.
სოსო
17:18 17-11-2019
0
ჰოლანდია არა-ნიდერლანდები. პარლამენტმა მიიღო ქვეყნის დასახელა-ნიდერლანდები. პარტივი ვცეთ ნიდერლანდებს.
გიორგი
11:08 17-11-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული