ევრო 2020. საკვალიფიკაციო: რონალდომ 99-ე გაიტანა - პორტუგალია ევროპირველობაზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
17 ნოემბერს, ევროშესარჩევ ტურნირზე B ჯგუფში 2 მატჩი გაიმართა და კონტინენტის პირველობის მე-17 მონაწილე გაირკვა.

ამ ჯგუფში უკრაინას უკვე მოპოვებული ჰქონდა ევროპის ჩემპიონატის საგზური და სტუმრად მესამე ადგილზე მყოფ სერბეთს ხვდებოდა, რომელიც მეორეადგილოსან პორტუგალიას 1 ქულით ჩამორჩებოდა.

მოკლედ, პორტუგალიას ჯგუფიდან გასასვლელად გასვლაზე ლუქსემბურგი უნდა დაემარცხებინა და 2:0 დაამარცხა კიდეც.

რონალდომ ნაკრებში 99-ე გოლი გაიტანა - მსოფლიოს რეკორდამდე 10 გოლი აკლია.

უკრაინის ნაკრებმა კალენდარული წელი წაუგებლად პირველად დაასრულა.

უკრაინის ნაკრებში "გენტის" თავდამსხმელმა რომან იარემჩუკმა 12 მატჩში 5 გოლი
გაიტანა, სულ კი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 17 გოლია.

ლუქსემბურგი. "ჟოზი ბარტელი"
ლუქსემბურგი - პორტუგალია 0:2
გოლები: 0:1 ბრუნო ფერნანდესი (39), 0:2 რონალდო (86)

ბელგრადი. "რაიკო მიტიჩი"
სერბეთი - უკრაინა 2:2
გოლები: 1:0 ტადიჩი (9, პენ), 1:1 იარემჩუკი (31), 2:1 მიტროვიჩი (56), 2:2 ბესედინი (90+3)

ევროპირველობის საგზური ბელგიამ, იტალიამ, რუსეთმა, პოლონეთმა, უკრაინამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა, თურქეთმა, ინგლისმა, ჩეხეთმა, შვედეთმა, ფინეთმა, გერმანიამ, ჰოლანდიამ, ხორვატიამ, ავსტრიამ და პორტუგალიამ მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს იქნება მუდმივი რეკორდი.მაგის მომხსნელი ჯერ არ დაბადებულა.
მაგარი კაცი ანუ რონი
23:43 18-11-2019
0
არაუშავს ლეოც გაიტანს!!!
ანდრო
08:53 18-11-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული