17 ნოემბერს ევროშესარჩევი ტურნირის უკანასკნელი ტურის 2 მატჩი A ჯგუფში ჩატარდა.
ინგლისი და ჩეხეთი წინა ტურში გავიდნენ კონტინენტის პირველობაზე და ამ შეხვედრებს, პრაქტიკული თვალსაზრისით, მნიშვნელობა არ ჰქონდა.
თუმცა ჩვენთვის საინტერესო კოსოვოს ინგლისთან მატჩი იყო, რადგან ეს გუნდი ერთა ლიგის ნახევარფინალშია გასული და მისი მწვრთნელი ბერნარდ შალანდი სპეციალურად ჩავიდა სენტ-გალენში, რათა შვეიცარიასთან საქართველოს ნაკრების თამაში ეხილა.
კოსოვო პირველ წრეში ინგლისთან 3:5 დამარცხდა. შალანდს რევანშის იმედი ჰქონდა და თქვა, არ ვიცი, როგორ მოვიგებთ, ალბათ, თუ რაჰიმ სტერლინგს ფეხს მოვამტვრევთო.
ინგლისმა ისევ სძლია
კოსოვოს, ამჯერად 4:0 და 21 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. ამ გუნდმა ბოლო 3 მატჩი საერთო ანგარიშით 17:0 მოიგო.
"სამმა ლომმა" წელს 38 გოლი გაიტანა - უფრო მეტი მხოლოდ 111 წლის წინ აქვს გატანილი.
ჰარი კეინი 12 გოლით ბომბარდირია და პირველი ინგლისელია, რომელმაც ევროშესარჩევის ყველა მატჩში გაიტანა.
მეორე ადგილი 15 ქულით ჩეხეთმა დაიკავა, რომელიც სტუმრად ბულგარეთთან 0:1 დამარცხდა. ეს ბოლო 13 თვეში ბულგარელთა პირველი გამარჯვებაა.
კოსოვო 11 ქულით მესამე პოზიციაზე დარჩა - 3 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება, ბურთების შეფარდება 13:16.
პრიშტინა. "ფადილ ვოკრი"
კოსოვო - ინგლისი 0:4
გოლები: 0:1 უინკსი (32), 0:2 კეინი (79), 0:3 რეშფორდი (83), 0:4 მაუნტი (90)
სოფია. "ვასილ ლევსკი"
ბულგარეთი - ჩეხეთი 1:0
გოლი: ბოჟიკოვი (56)
კოსოვოს ნაკრების მწვრთნელი: ამიტომ ჩამოვედი საქართველოს თამაშის საყურებლად
ევრო 2020. საკვალიფიკაციო: რონალდოს პოკერი და კოსოვოს არშემდგარი სენსაცია ინგლისთან [VIDEO]
კოსოვოს ნაკრების ოდიოზური მწვრთნელი ყვირის და პრესკონფერენციაზე ინგლისს დამარცხებას ჰპირდება
კოსოვომ ჩეხეთი დაამარცხა და ევროპირველობაზე ერთა ლიგის გარეშე აპირებს გასვლას [VIDEO]