ევრო 2020. საკვალიფიკაციო: შვეიცარია და დანია ევროპირველობაზე გავიდნენ, ირლანდია ჯგუფში ჩარჩა

AutoSharing Option
18 ნოემბერს, ევროშესარჩევ ტურნირზე, D ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდიოდა, დასკვნითი ტურის მატჩები ჩატარდა.

შვეიცარიამ ადვილად მოუგო გიბრალტარს - 6:1 და 17 ქულით პირველ ადგილზე გავიდა.

ირლანდია და დანია 1:1 დაზავდნენ. დანიამ 16 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ირლანდიამ 13 ქულით - მესამე.

კონტინენტის პირველობაზე შვეიცარია და დანია გავიდნენ, ხოლო ირლანდია ჯგუფში ჩარჩა და ევრო 2020-ზე ერთა ლიგიდან შეუძლია გავიდეს.

გიბრალტარი. "ვიქტორია"
გიბრალტარი - შვეიცარია 1:6
გოლები: 0:1 იტენი (10), 0:2 ვარგასი (50), 0:3 ფასჰარტი (57), 1:3 სტიჩე (74), 1:4 ბენიტო
(75), 1:5 იტენი (84), 1:6 ჯაკა (86)

დუბლინი. "ავივა"
ირლანდია - დანია 1:1
გოლები: 0:1 ბრაიტვაიტი (73), 1:1 დოერტი (85)

ევროპირველობის საგზური ბელგიამ, იტალიამ, რუსეთმა, პოლონეთმა, უკრაინამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა, თურქეთმა, ინგლისმა, ჩეხეთმა, შვედეთმა, ფინეთმა, გერმანიამ, ჰოლანდიამ, ხორვატიამ, ავსტრიამ, პორტუგალიამ, შვეიცარიამ და დანიამ მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ირლანდია ბოლო ტურამდე ჩვენთან დუბლინში შემთხვევით მოპოვებული გამარჯვების წყალობით ინარჩეუნებდა გასვლის შანსს თორემ რა გუნდი იყო, ულაზათო, უჯიგრო. ასეთი თამაშით რატომ უნდა ჰქონოდა შანსი საერთოდ. ის დასანანი ჯარიმა თორემ საერთოდ არ იყო ღირსი 1 ქულაზე მეტი აეღო ჩვენთან. საბოლოოდ სამართლიანად დასრულდა ყველაფერი.
ანესთეზეოლოგი
09:35 19-11-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული