უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

ევრო 2020. საკვალიფიკაციო: შვეიცარია და დანია ევროპირველობაზე გავიდნენ, ირლანდია ჯგუფში ჩარჩა

AutoSharing Option
18 ნოემბერს, ევროშესარჩევ ტურნირზე, D ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდიოდა, დასკვნითი ტურის მატჩები ჩატარდა.

შვეიცარიამ ადვილად მოუგო გიბრალტარს - 6:1 და 17 ქულით პირველ ადგილზე გავიდა.

ირლანდია და დანია 1:1 დაზავდნენ. დანიამ 16 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ირლანდიამ 13 ქულით - მესამე.

კონტინენტის პირველობაზე შვეიცარია და დანია გავიდნენ, ხოლო ირლანდია ჯგუფში ჩარჩა და ევრო 2020-ზე ერთა ლიგიდან შეუძლია გავიდეს.

გიბრალტარი. "ვიქტორია"
გიბრალტარი - შვეიცარია 1:6
გოლები: 0:1 იტენი (10), 0:2 ვარგასი (50), 0:3 ფასჰარტი (57), 1:3 სტიჩე (74), 1:4 ბენიტო
(75), 1:5 იტენი (84), 1:6 ჯაკა (86)

დუბლინი. "ავივა"
ირლანდია - დანია 1:1
გოლები: 0:1 ბრაიტვაიტი (73), 1:1 დოერტი (85)

ევროპირველობის საგზური ბელგიამ, იტალიამ, რუსეთმა, პოლონეთმა, უკრაინამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა, თურქეთმა, ინგლისმა, ჩეხეთმა, შვედეთმა, ფინეთმა, გერმანიამ, ჰოლანდიამ, ხორვატიამ, ავსტრიამ, პორტუგალიამ, შვეიცარიამ და დანიამ მოიპოვეს.
ასევე დაგაინტერესებთ