"ჯვაროსნების" მეტოქის დიდი სენსაცია - ყაზახეთმა დანიას შემოუტრიალა და რა შემოუტრიალა!

AutoSharing Option
ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში, H ჯგუფში ყაზახეთმა სახლში სენსაციური გამარჯვება მოიპოვა დანიასთან - 3:2.

სტუმრები პირველ ტაიმში დუბლით "ატალანტას" 20 წლის თავდამსხმელმა ჰეილუნდმა დააწინაურა, მეორე ტაიმში კი მასპინძლებმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

ყაზახეთმა, რომელიც ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა, პირველ ტურში სლოვენიასთან 1:2 წაგების შემდეგ, ძლიერ მეტოქეს სძლია და 16 ივნისს გასვლაზე სან-მარინოს შეხვდება. რაც შეეხება დანიას, 1 მოგება და 1 წაგება აქვს და შემდეგ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს.

ნურ-სულთანი. "ასტანა-არენა"
ყაზახეთი - დანია 3:2
გოლები: 0:1
ჰეილუნდი (21), 0:2 ჰეილუნდი (35), 1:2 ზაინუტდინოვი (73, პენ), 2:2 ტაგიბერგენი (86), 3:2 აიმბეტოვი (89)
გაძევება: სამოროდოვი (90+6)

მკითხველის კომენტარები / 18 /
ოჰ,ყოველისშემძლე ტოტალიზატორო !
ALONZO
10:59 27-03-2023
9
ბრავო ყაზახეთს! დამსახურებული გამარჯვება და საოცარი მატჩი მეორე გოლი ნახეთ რა გოლი დაუბაბანეს შმეიხელს საოცრება, ეს გოლი აუცილებლად მოხვდება შესარჩევის ხუთეულში და პირველ ადგილზეც კიი 30 35 მეტრიდან პირდაპირ ცხრიანში გაურჭეს შმეიხელს გაოცებისგან ფეხზე წამოვხტი ვუსურვებ ყაზახებს ჯგუფიდან გასვლა ამ ჯიგრით თუ ითამაშეს სულ, ეკუთვნით უდავოდ. ეს კიდე ჩვენთვის მაგალითი და მოტივაციის წყარო უნდა იყოს რომ ჩვენც შევძლებთ მიზნის მიღწევას მთავარია სისხლით, ხორცით სულით და გულით გვწამდეს და გვინდოდეს ამ მიზნის მიღწევა!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული