სლოვენიამ ყაზახეთს მოუგო - თბილისში ლუქსემბურგი მოდის

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურში H ჯგუფიდან ევრო 2024-ის საგზური სლოვენიამ მოიპოვა.

დანია უკვე გასული იყო ევროპირველობაზე და დღეს გასვლაზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:2 დამარცხდა. სლოვენია 19 ქულით მეორე ადგილზე იყო, მესამეადგილოსან ყაზახეთს 1 ქულით უსწრებდა და ამ გუნდთან საკუთარ მოედანზე ფრეც აწყობდა, თუმცა 2:1 სძლია.

ჩვენთვის ამ შეხვედრას ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მოვლენათა განვითარებიდან გამომდინარე, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე უნდა გარკვეულიყო და გაირკვა კიდეც - 21 მარტს ლუქსემბურგს ვუმასპინძლებთ, მოგების შემთხვევაში კი საბერძნეთსა და ყაზახეთს
შორის გამარჯვებულს ფინალში 26 მარტს შევხვდებით.

ლიუბლიანა. „სტოზიცე“
სლოვენია - ყაზახეთი 2:1
გოლები: 1:0 შეშკო (41, პენ), 1:1 ორაზოვი (48), 2:1 ვერბიჩი (86)

ბელფასტი. „უინძორ პარკი“
ჩრდ. ირლანდია - დანია 2:0
გოლები: 1:0 პრაისი (60), 2:0 ჩარლზი (81)

მკითხველის კომენტარები / 17 /
თუ სლოვენიას ვერ ვუგებთ ევროპაზე რა ჭირი გინდათ? გინდათ ქვეყანაზე მოგვეჭრას თავი? ის ნაკრებს ევროპაზე რა უნდა, რომლის წარმატება ერთ ფეხბურთელზე რომაა დამოკიდებული.
ჟორა
19:18 21-11-2023
0
ძალიანაც კარგი!
ეხლა გამოჩნდება და ხალხიც დაინახავს, რომ ფეხბურთი ნახევარი საათი თამაში არ არის, ფეხბურთი სულ მცირე საათნახევარი და ცოტა მეტი დროის თამაშია.
არ იქნება ხვიჩა და ვნახოთ დანარჩენი ყაიმაზები რა ხუშტურბრაინტები ვინ კოზლიკები არიან, აღდგომა და ხვალეოოო, უუუხ! ჯიგარი ხარ ნელსონ, ჯიგარი რომ ყვითელი აკიდე ხვიჩას! ეგ მინდოდა ზუსტად..
. ტყვლიპინიების თამაშის ყურების ღირსები ხართ ყველანი და ეეე...აგიხდათ სიმონ!
კ ო მ ბ ლ ე
18:02 21-11-2023
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული