ევრო 2020. საკვალიფიკაციო: ნაკრებებმა იხალისეს, განსაკუთრებით, იტალიამ სომხეთთან - 9:1 [VIDEO]

AutoSharing Option
18 ნოემბერს, ევროშესარჩევის ბოლო ტურის მატჩები ორ ჯგუფში გაიმართა, სადაც ფინალისტები წინა ტურში გამოვლინდნენ და გუნდებმა სახალისო ფეხბურთი აჩვენეს.

F ჯგუფი
ესპანეთმა რუმინეთს 5:0 სძლია და საკვლიფიკაციო ციკლი დაუმარცხებლად დაასრულა - 8 მოგება, 2 ფრე, ბურთების შეფარდება 31:5.

"ნაპოლის" ნახევარმცველმა ფაბიან რუისმა ეროვნულ გუნდში პირველი გოლი გაიტანა.

მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო"
ესპანეთი - რუმინეთი 5:0
გოლები: 1:0 ფაბიან რუისი (8), 2:0 მორენო (33), 3:0 მორენო (43), 4:0 რუსი (45, საკ. კარში), 5:0 ოიარსაბალი (90+1)

-size: 14px;">VideoSportall.Ge
18.11.19. ესპანეთი - რუმინეთი 5:0

სოლნა. "ფროინდს არენა"
შვედეთი - ფარერები 3:0
გოლები: 1:0 ანდერსონი (29), 2:0 სვანბერგი (72), 3:0 გვიდეტი (80)

ტაქალი. "ნასიონალი"
მალტა - ნორვეგია 1:2
გოლები: 0:1 კინგი (7), 1:1 ფენეჩი (40), 1:2 სიორლოტი (62)

J ჯგუფი
იტალიამ სომხეთი 9:1 გაანადგურა - "სკუადრა აძურამ" ბოლოს 1 მატჩში 9 გოლი 71 წლის წინ გაიტანა.

რობერტო მანჩინი პირველი მწვრთნელია, რომლის ხელმძღვანელობით იტალიამ ზედიზედ 11 შეხვედრაში იზეიმა გამარჯვება.

იტალიამ შესარჩევ ტურნირზე ყველა მატჩი საერთო ანგარიშით 37:4 მოიგო.

იტალიელთა თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 18 შეხვედრაში 19-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

პალერმო. "რენცო ბარბერა"
იტალია - სომხეთი 9:1
გოლები: 1:0 იმობილე (8), 2:0 ძანიოლო (9), 3:0 ბარელა (29), 4:0 იმობილე (33), 5:0 ძანიოლო (64), 6:0 რომანიოლი (72), 7:0 ჟორჟინიო (74, პენ), 8:0 ორსოლინი (77), 8:1 ბაბაიანი (79), 9:1 კიეზა (81)


ვადუცი. "რეინპარკი"
ლიხტენშტაინი - ბოსნია 0:3
გოლები: 0:1 ჩივიჩი (57), 0:2 ჰოჯიჩი (64), 0:3 ჰოჯიჩი (72)

ათენი. "ოლიმპიკო"
საბერძნეთი - ფინეთი 2:1
გოლები: 0:1 პუკი (27), 1:1 მანდალოსი (47), 2;1 გალანოპულოსი (70)
მკითხველის კომენტარები / 5 /
მექყინა ძალიან. აქამდე ყველაზე დიდი ანგარიშით წაგწბული ქონდათ საქართველოსთან ამხანაგური მატჩი. ეხლა რეკორდი მოხსნეს და ჩვენ უნდა ვიწვალოთ, რომ ახალი რეკორდი დავამყაროთ.
გია
15:28 19-11-2019
0
ამჯერად ჩვენს მოძმე სომხებს ბედი განუდგა...არადა როგორი თანაბარი თამაში იყო))))
გიო
12:04 19-11-2019
0

სიახლეები პოპულარული