რობერტო მარტინესი: ბელგიის ნაკრები მიზნად ევრო 2020-ის მოგებას დაისახავს

AutoSharing Option
ბელგიის ნაკრებმა ევროშესარჩევ ტურნირზე ათივე მატჩი მოიგო და მისმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ტურნირზე თავისი გუნდის შანსებზე ისაუბრა:

"მიზნად ევრო 2020-ის მოგებას დავისახავთ, თუმცა ამის მისაღწევად კიდევ უფრო უკეთ თამაში გვმართებს. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ გამარჯვებას.

მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ პროგრესირებას განვაგრძობთ. მოსამზადებლად 7 თვე გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი გუნდი გამარჯვებას იმსახურებს, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ასე ადვილად მისაღწევი არ არის", - ციტირებს მარტინესს AS-ი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული