კორონავირუსის გამო ევრო 2020 შეიძლება აღარ ჩაატარონ ან გადაიტანონ

AutoSharing Option
უეფას ვიცე-პრეზიდენტმა მიშელ უვამ კორონავირუსის გამო ევროპირველობის არჩატარება ან გადატანა არ გამორიცხა.

"ჩვენ მოვლენების განვითარებას ვაკვირდებით. სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებთ. ტურნირების შეჩერება არ გვინდა, მაგრამ თუ ვითარება გართულდა, ამის გაკეთება მოგვიწევს", - განაცხადა უვამ Rai Radio 1 Sport-ის პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალშია გასული და ევროპირველობაზე მონაწილეობის შანსი აქვს.

არაა გამორიცხული, კორონავირუსის გამო ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაც არ გაიმართოს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
საქართველოს რო იღბალი ქონოდა რუსეთის და თურქეთის მეზობელი იქნებიოდა?
ზვიო
17:16 26-02-2020
0
ხო ახლა ჩვენ რომ გაგვიჩნდა ევროპაზე მოხვედრის შანსი მაშინ ჩაიშლება ყველაფერი.ტფყ
0

სიახლეები პოპულარული