შესაძლოა, საქართველოსა და ბელარუსს შორის გასამართი მატჩი გადაიდოს - უეფა ევრო 2020-ის თარიღის შეცვლას განიხილავს

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, უეფა ევრო 2020-ის გადადების ვარიანტს განიხილავს, რისი მიზეზიც ეროვნული საფეხბურთო ფედერაციებიდან შესული წერილებია.

კორონავირუსის გავრცელების გამო ეროვნული ფედერაციებიდან საკმაოდ ბევრმა მიმართა უეფას და შეჯიბრების გადატანა მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არაფერია შეცვლილი, წყაროს ცნობით, ერთ-ერთ ვარიანტად ტურნირის 2021 წელს ჩატარება განიხილება.

თუ ეს გადაწყვეტილება 26 მარტამდე იქნა მიღებული, სავსებით შესაძლებელია, ერთა ლიგის ყველა დივიზიონის პლეი-ოფის მატჩები გადაიდოს და მათ შორის, საქართველოსა და ბელარუსს შორის გასამართი მატჩიც.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
კორონა ვირუსის საფრთხე არ ვიცი მაგრამ ჟურნალისტებს რომ გაუმართლათ ფაქტია,დღეში სამი-ოთხი მუქთა სტატია გარანტირებულია,მთავარია ფანტაზია)))
ბათუმის ფანი
11:12 11-03-2020
0
თუ არ გადაიდო თამაში, მაშინ უგულშემატკივროდ უნდა ჩატარდეს. ჯანმრთელობაზე ძვირფასი არაფერია.
8

სიახლეები პოპულარული