უეფამ კორონავირუსის ევროპის ჩემპიონატზე შესაძლო გავლენის გამო სასწრაფო კრება ჩაატარა.
"ასოშეიდედ პრესის" ცნობით, უეფამ მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია მიიღო, რომლის პროგნოზით, ივნისის შუა რიცხვებში კორონავირუსის პრობლემა ასეთი სერიოზული აღარ იქნება. ამიტომ ტურნირის გაუქმება არ უნდათ და მაყურებლებთან ერთად ჩატარებას აპირებენ.
ამასთან დაკავშირებით უეფა ევრო 2020-ის მასპინძელი ქვეყნების მთავრობებს დაუკავშირდა და სთხოვა, ტურნირის ორგანიზებისთვის ყველა აუცილებელი ზომა მიიღონ.
თუ რომელიმე ქალაქი ტურნირს ვერ უმასპინძლებს, მაშინ მატჩების გამართვის უფლებას ჩამოართმევენ.
შეგახსენებთ, ევრო 2020 აზერბაიჯანში, ინგლისში, უნგრეთში, გერმანიაში, დანიაში, ირლანდიაში, ესპანეთში, იტალიაში,
რუსეთში, ნიდერლანდებში, რუმინეთსა და შოტლანდიაში უნდა ჩატარდეს.