დღეს საქართველოს ნაკრების საკითხი გაირკვევა - თურქეთს ევრო 2020-ის მასპინძლობა, კლუბებს ტურნირის გადატანა, უეფას 275 მილიონი უნდა

AutoSharing Option
თურქეთი ცდილობს, ევროპირველობის მასპინძელი ერთადერთი ქვეყანა გახდეს.

AS-ი ირწმუნება, რომ თურქეთი მზადაა, ტურნირს დამოუკიდებლად უმასპინძლოს და შესაბამისი წინადადებით უეფას მიმართა. ცნობისათვის, უეფას თავკაცი ალეკსანდერ ჩეფერინი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანთან ახლო ურთიერთობაშია.

უეფა ევრო 2020-ის დეკემბერში ჩატარების ან მომავალ წელს გადატანის ვარიანტებს განიხილავს, თუმცა პრიორიტეტულად გადატანა მიაჩნია. The Athletic-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბებს როგორმე სეზონის გადარჩენა და ეროვნული ჩემპიონატების ჩამთავრება სურთ, ხოლო უეფა ევროპირველობის გადატანისთვის კომპენსაციის სახით 275 მილიონ ფუნტს მოითხოვს.

კონტინენტის ჩემპიონატი ევროპის 12 ქალაქში უნდა გაიმართოს და მათ
შორის თურქეთის არც ერთი ქალაქი არ არის. კორონავირუსის ეპიდემიის გამო ამჟამად ევროპის თითქმის ყველა ჩემპიონატი შეჩერებულია და უეფას კალენდრის კორექტირება მოუწევს.

შეგახსენებთ, 26 მარტს, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებს ბელარუსისთვის უნდა ემასპინძლა. ეს შეხვედრაც გადატანილია და ყველა საკითხი დღეს, 17 მარტს განიხილება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 10 /
და რომელ საათზე იკრიბებიან? ჩვენ როდის გვეცოდინება გადაწყვეტილებები?
alexandre
13:09 17-03-2020
0
Გიჟუები მრავლად სხედან ფეხბურთში
Რეზო
11:56 17-03-2020
0

სიახლეები პოპულარული