ინსინიეს ფეხბურთი მოენატრა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის გადატანას მიესალმება.
"დიდი მიზნის მისაღწევად წელსაც მზად ვიყავით, მაგრამ როდესაც ჩვენი ტრავმირებული ფეხბურთელები მწყობრში ჩადგებიან, იტალია კიდევ უფრო ძლიერი იქნება. ეს კარანტინის ერთადერთი პლუსია.
ყველას და მათ შორის ფეხბურთელების ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ადრე სულ გზაში ვიყავით, ახლა კი სახლში ვართ. ჯერ მეუღლე მიტანს. ფეხბურთელები ინდივიდუალურად ვემზადებით, სისტემატურად ვეკონტაქტებით ერთმანეთს, ვხუმრობთ, რაღაც სასარგებლოს გაკეთებას ვცდილობთ", - ციტირებს ინსინიეს "სპორტ მედიასეტი".