უეფა აწ უკვე ევრო 2021-ის ფორმატის ცვლილებას გეგმავს

AutoSharing Option
Daily Mail-ის ინფორმაციით, მომავალი ევროპის ჩემპიონატის ფორმატი კორონავირუსის პანდემიის გამო, შესაძლოა, შეიცვალოს.

წყაროს ცნობით, უეფამ უკვე დაიწყო აღნიშნული საკითხის განხილვა. ამის მიზეზი გახლდათ იტალიისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციების განაცხადი, რომ დიდი ალბათობით, ისინი ევროპირველობის მასპინძლობას ვერ შეძლებენ. მოგეხსენებათ, ამ ქვეყნებში კორონავირუსმა ყველაზე მტკივნეული შედეგები მოიტანა.

ამას გარდა, ცნობილი გახდა, რომ კიდევ 10 სტადიონზე ჩანიშნულია სხვადასხვა სპორტული ღონისძიება იმ დღეებში, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატის ახალი თარიღები ემთხვევა.

ევრო 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ის 1 წლით გადაიდო. იტალიაში შეხვედრების
მასპინძელი რომის ოლიმპიური სტადიონი უნდა ყოფილიყო, ესპანეთში კი - ბილბაოს არენა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ოცნება თუა ბათუმში ჩატარდეს ჰა?
Soso90
22:46 09-04-2020
1
ოცნება თუა ბათუმში ჩატარდეს ჰა
Batumi90
22:43 09-04-2020
1

სიახლეები პოპულარული