დანიამ შეიძლება ევროპირველობის მატჩების მასპინძლობაზე უარი თქვას

AutoSharing Option
დანიის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტი (DBU) იესპერ მიულერი დარწმუნებული არაა, რომ მომავალ წელს კოპენჰაგენი ევრო 2020-ის მატჩების მასპინძლობას შეძლებს. ცნობისათვის, 2021 წლის ივლისის დასაწყისში დანიაში "ტურ დე ფრანსის" ველორბოლის სამი ეტაპი ჩატარდება.

"ეს საკითხი მაღელვებს. ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა. ყველა მხარე პოზიტიურადაა განწყობილი, მაგრამ პრობლემები არსებობს, რომლებიც უნდა გადაიჭრას", - განუცხადა მიულერმა Sky Sports-ს.

უეფამ კორონავირუსის გამო ევროპის ჩემპიონატი 2021 წლისთვის გადაიტანა, თუმცა ტურნირს დასახელება ევრო 2020 შეუნარჩუნა. ჩემპიონატის მასპინძელმა ქალაქებმა 30 აპრილამდე უეფას გადატანილი ტურნირის ჩატარებაზე გარანტიები უნდა წარუდგინონ. კოპენჰაგენმა B
ჯგუფის სამ შეხვედრასა და ერთ 1/8-ფინალს უნდა უმასპინძლოს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული