შესაძლოა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა ევროპირველობას აღარ უმასპინძლონ

AutoSharing Option
The Sun-ის ინფორმაციით, შესაძლოა, ევრო 2020-ის ფორმატი შეიცვალოს და მასპინძელი ქვეყნებიდან რუსეთი და აზერბაჯანი ამოვარდეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო უეფა ქალაქთა რაოდენობის შემცირებას გეგმავს. უარეს შემთხვევაში კი, ჩემპიონატი ერთ ქვეყანაში ჩატარდება და ტურნირს 4 სტადიონი უმასპინძლებს. ამ გზით ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია გადაადგილებების შემცირებას გეგმავს.

პირველი ორი ქალაქი, რომელთა ამოგდების ალბათობა ყველაზე დიდია, სანკტ-პეტერბურგი და ბაქო გახლავთ. სანკტ-პეტერბურგი იმიტომ, რომ ყველაზე შორსაა, ხოლო ბაქოს შემთხვევაში სომხეთთან არსებული კონფლიქტი ქმნის პრობლემებს.

მოგეხსენებათ, ევრო 2020 კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წელს ჩატარდება, თუმცა უეფამ
შეჯიბრებას სახელი არ შეუცვალა. გეგმის მიხედვით, ტურინირისთვის ამ 12 ქალაქს უნდა ემასპინძლა: სანკტ-პეტერბურგი, ბაქო, ლონდონი, მიუნხენი, რომი, ბუქარესტი, კოპენჰაგენი, ამსტერდამი, ბილბაო, გლაზგო, ბუდაპეშტი და დუბლინი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
იქნებ ბათუმი შევტენოთ. არ ვიცი 20 000-იანი სტადიონი თუ შეიძლება. თბილისს ვერ შევკადრებ სამარცხვინო და მახინჯი ბეტონის ქალაქია. მაგრამ არ ცალია კობიაშვილს გლდანში უნდა დადონ მანეკენად, მთავრობას კი სულ ............ კიდია
დაT
23:37 17-10-2020
0
Zaan kargi, ose chatardeba rogorc tardeboda. Rogor unda igznos qveyanam safexburto ritmi tu mis stadionebse erti ori matchi chatardeba
Milani
09:53 17-10-2020
0

სიახლეები პოპულარული