ევრო 2020-ზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრებმა შეიძლება რუსეთში ითამაშოს

AutoSharing Option
"პარიზიენის" ცნობით, ევროპაში კორონავირუსის სიტუაციის გაუარესების გამო უეფა ევრო 2020-ის მხოლოდ რუსეთში ჩატარების ვარიანტს სერიოზულად განიხილავს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთში ეპიდემიით დაინფიცირების დაბალი დონეა და ტურნირის მასპინძლობის სურვილი ოფიციალურად გამოთქვა. უეფა ჯერჯერობით არც ადასტურებს და არც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და ჩამოყალიბებისათვის დრო სჭირდება.

ევროპირველობის 12 ქალაქში გამართვა უკვე შეუძლებელი ხდება, რადგან მთელ რიგ ქვეყნებში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო მატჩების ჩატარება პრობლემურია, თან ყარაბაღის კონფლიქტის პირობებში თამაშები ბაქოში ვერ გაიმართება.

საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ფინალშია გასული და თუ ჩრდილოეთ მაკედონიას სძლია, არაა
გამორიცხული, რუსეთში მოუწიოს თამაში, თუმცა აქ იმდენი "თუა", რაიმეს პროგნოზირება წარმოუდგენელია.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ჩვენ ყველა ასპექტში რუსებზე უკეთესი კოვიდ სტატისტიკა გვაქვს და შეიძლება, არც არაფერი გამოგვივიდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა "დავასტუკოთ", რომ რუსებზე არანაკლებად შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატის ჩატარება, ასეთი შანსები ჩვენისთანა ქვეყნებს საუკუნეში ერთხელ ეძლევა... სატესტოდ კი შეგვიძლია, ჩვენი და მაკედონიის თამაში შევთავაზოთ უეფას, რომელზეც 30.000-დე მაყურებელს დავუშვებთ და არანაირი აფეთქება არ გვექნება... ჩემს კოვიდდამწუხრებულ ოპონენტებს კი ვეტყოდი, რომ ევროპელი ქომაგები იმაზე საშიშ შტამს ვერ ჩამოგვიტანენ, ვინემ აგერ პირბადით ცხვირისმხოცავი ანზოროვნა გვიფრქვევს მიტინგებზე... ვოოტ...
მ.ტ.
03 ნოემბერი 2020 18:22
9
ჩვენ ყველგან გვაწყობს, სადაც არ წავაგებთ, სადაა ეგეთი ადგილი, იცის ვინცხამ?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
03 ნოემბერი 2020 10:41
3
იუთუბზე ძალიან საინტერესო საათნახევრიანი ფილმია ხვიჩაზე.საინტერესო ინტერევიუები სლუცკისთა,ჯუღელთან,ყაზანის პრეზიდენტთან და მის მოადგილესთან,სიომინთან და ლოკოს ვიცეპრეზიდენტთან და რა თქმა უნდა ხვიჩასთან.ძალიან თავმდაბალი და კარგად აღზრდილი ახალგაზრდაა.ნახეთ და დიდ სიამოვნებას მიიღებთ
თემო
03 ნოემბერი 2020 14:51
3
საქართველოშიც ნაკლები იყო სანამ დამალეს და ტესტები არ ჩაატარეს. რუსები როდის იყო სწორად რამეს ამბობდნენ, ეს ევრპა ძალით ილევებენ თავს? უმაყორებლოდ თუ უნდა ჩატარდეს რა მნიშვნელობა აქვს სად იქნება.?
G.LA
03 ნოემბერი 2020 06:15
19
მაგ სიმართლით იარეთ შენ და შენმა ბელადმა, რაც საქართველომ პირველი ტალღის დროს რიცხვები დამალა. ვითომ რუსებს ლანძღავს და ამ დროს როგორ ტექნიკურად შემოაპარა საკუთარი ქვეყნის კრიტიკა. ასე 27-ვე პროცენტი იმისნაირი როგორ ხართ?!
H
03 ნოემბერი 2020 10:05
7
ეტყობა გავედით უკვე და გვიმალავენ.
გელა
03 ნოემბერი 2020 16:54
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული