შენგელიას ლიდერობით "ვირტუსი" იტალიის სუპერთასის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
იტალიაში სეზონი სუპერთასის გათამაშებით დაიწყო,, რომელშიც 4 გუნდი მონაწილეობს. მათ შორისაა თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია", რომელმაც გასულ სეზონში სერია A-ს ფინალი "არმანი მილანოსთან" დათმო. ნახევარფინალში ბოლონიელთა მეტოქე "ნაპოლი" გახლდათ, რომელსაც ქართველი ფორვარდის ლიდერობით "ვირტუსმა" 96:87 მოუგო.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 29 წუთში 21 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. თორნიკემ 7-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლელემა ზაკ კოპელანდმა 30 ქულა მიითვალა, ქართველ ფორვარდს ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო
შედეგი ჰქონდა.

ბოლონიელთა შემადგენლობაში 13-13 ქულა მიითვალეს ვილ კლაიბერნმა და დანიელ ჰაკეტიმ.

მეორე ნახევარფინალში "არმანი მილანომ" 72:63 დაამარცხა "ვენეცია" და ფინალში გავიდა. სუპერთასისთვის კვირას ერთმანეთს სერია A-ს გასული სეზონის ფინალისტები – "მილანო" და "ბოლონია" შეხვდებიან.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული