ევრო 2020-ზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრებმა შეიძლება რუსეთში ითამაშოს

AutoSharing Option
"პარიზიენის" ცნობით, ევროპაში კორონავირუსის სიტუაციის გაუარესების გამო უეფა ევრო 2020-ის მხოლოდ რუსეთში ჩატარების ვარიანტს სერიოზულად განიხილავს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთში ეპიდემიით დაინფიცირების დაბალი დონეა და ტურნირის მასპინძლობის სურვილი ოფიციალურად გამოთქვა. უეფა ჯერჯერობით არც ადასტურებს და არც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და ჩამოყალიბებისათვის დრო სჭირდება.

ევროპირველობის 12 ქალაქში გამართვა უკვე შეუძლებელი ხდება, რადგან მთელ რიგ ქვეყნებში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო მატჩების ჩატარება პრობლემურია, თან ყარაბაღის კონფლიქტის პირობებში თამაშები ბაქოში ვერ გაიმართება.

საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ფინალშია გასული და თუ ჩრდილოეთ მაკედონიას სძლია, არაა
გამორიცხული, რუსეთში მოუწიოს თამაში, თუმცა აქ იმდენი "თუა", რაიმეს პროგნოზირება წარმოუდგენელია.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ე ბიჯო ჯერ გევიდეთ და მერე თუ გინდა ანტარქტიკაზე გვათამაშონ.
.
,
.
gio
03 ნოემბერი 2020 08:01
2
საქართველოშიც ნაკლები იყო სანამ დამალეს და ტესტები არ ჩაატარეს. რუსები როდის იყო სწორად რამეს ამბობდნენ, ეს ევრპა ძალით ილევებენ თავს? უმაყორებლოდ თუ უნდა ჩატარდეს რა მნიშვნელობა აქვს სად იქნება.?
G.LA
03 ნოემბერი 2020 06:15
19
მაგ სიმართლით იარეთ შენ და შენმა ბელადმა, რაც საქართველომ პირველი ტალღის დროს რიცხვები დამალა. ვითომ რუსებს ლანძღავს და ამ დროს როგორ ტექნიკურად შემოაპარა საკუთარი ქვეყნის კრიტიკა. ასე 27-ვე პროცენტი იმისნაირი როგორ ხართ?!
H
03 ნოემბერი 2020 10:05
7
რუსეთი ძალიან კარგი ვარიანტია. უამრავი ქომაგი გვეყოლება.
ჩემი აზრით
03 ნოემბერი 2020 02:58
14
საქართველოსა და თურქეთში ჩაატარონ, ახლა უკვე ორი საფეხბურთო არენა გვაქვს
ქომაგი
03 ნოემბერი 2020 00:27
7
რუსეთში ინფიცირების დაბალი დონე კი არ არის, სტატისტიკას არ აქვეყნებენ სრულყოფილად. პანდემია ადამიანებს ყველა ქვეყანაში ერთნაირად ერჩის.

რუსეთში იყო უკვე მსოფლიო 2018 და არ მგონია ისევ მანდ გამართონ. ისე კი საერთოდ ვერ ვხვდები როგორ უნდა მოხერხდეს ზაფხულში ამხელა ტურნირის ორგანიზება, პანდემია ჯერ ისევ ჩვენთნა იქნება და უმაყურებლოდ კიდევ ყველგან შეიძლება ჩატარება, მათ შორის თუნდაც გერმანიაში
არ მგონია
03 ნოემბერი 2020 00:10
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული